in

ჩვევები, რომელთა გამო სამსახურში არაპროფესიონალად მიგიჩნევენ

როდესმე გიგრძვნიათ დისკომფორტი, თუ თანამშრომლები უხერხულად წყვეტენ საუბარს, როდესაც ოთახში შედიხართ? ხანდახან, უბრალოდ გვეჩვენება, რომ ისინი ჩვენზე საუბრობენ, სხვა მხრივ კი, შესაძლოა, ეს არც იყოს ჩვენი წარმოასახვის ნაყოფი. ყოველ შემთხვევაში, ამის შანსი არსებობს, რადგან პირდაპირი საუბრის გარდა, საკმაოდ ინფორმატიულად ვავლენთ საკუთარ თავს ჩვენი ქცევით. თუ ჩვენი ჩვევები/ქცევა არ შეესაბამება ზოგად ნორმებს, რომლებიც სამუშაო სივრცის სასურველ გაყოფასა და კომფორტულ თანამშრომლობას უზრუნველყოფს, შესაძლოა, ადამიანებმა იფიქრონ, რომ არაპრიფესიონალები ვართ. დააკვირდით თქვენს ჩვევებს და დარწმუნდით, რომ თქვენ არ ხართ ის, ვისზეც ჩუმად საუბრობენ და ფიქრობენ, რომ არაპროფესიონალია..

pasha-statiebi
pasha-statiebi

არაპროფესიონალიზმის ნიშნები კი არის:

დაგვიანება
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, თუ რა დროს გვინდა ან ვახერხებთ ვიყოთ სხვადასხვა ადილზე, დაგვიანება მაინც არის უხეში, დაუდევარი, წინდაუხედავი საქციელი და ეს აისახება თქვენ მიმართ მათ განწყობაზე, ვინც გელოდებოდათ.

მომაბეზრებლობა
არავის მოსწონს ის, ვინც ართმევს მას იმაზე დიდ დროს, ვიდრე რეალურად სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი მიმართავს მას დახმარებისთვის ავადმყოფურად ხშირად.

ჩივილი/წუწუნი
ყველას გვაქვს განსაცდელი, თუმცა, თითოეული შემთხვევის გახმაურება არ არის აუცილებელი. მათთვის, ვინც ისმენს თქვენს წუწუნს, 10-დან 18 საათამდე, ეს არის დამღლელი და მარტივად დანახული, როგორც არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელი.

მილიონი კითხვის დასმა
მართალია, რომ კითხვის დასმით, შესაძლოა, გამოჩნდეთ ცნობისმოყვარე და დაინტერესებული, თუმცა, ეს არ გამორიცხავს გარშემომყოფების შემხვედრს აზრს, რომელიც არის ასეთი – თქვენ არ შეგიძლიათ გაიგოთ რაღაც საჭიროებისამებრ! ეს კი წარმოშობს წარმოდგენას, რომ თქვენ არ ხართ კომპანიის საყრდენი თანამშრომელი. უფრო ზუსტად კი, თქვენ აღიქმებით სუსტ რგოლად ჯაჭვში.

უსუფთაობა
როდესაც სამზარეულოს მოუწესრიგებლად ტოვებთ, მაგიდა ნაომარს ჰგავს და თქვენი ბანანის ქერქი, შესაძლოა, ერთი კვირის დაძველებით ეგდოს მაგიდაზე, არც ისე ბევრ ადამიანს ექნება სურვილი, გაიყოს სივრცე თქვენთან.

Photo Illustraion by Mark A. Philbrick

მედიდურობა/ამპარტავნება
უბრალოდ, იყავით იმდენად თავდაჯერებული, რამდენადაც ამის საშუალებას გაძლევთ თქვენი ცოდნა.

ტრაბახი
რა თქმა უნდა, კარგია, თუ თქვენ გაქვთ მაღალი თვითშეფასება, თუმცა, საკმაოდ მკვეთრი ხაზია საკუთარი საქმის კარგად ცოდნასა და მთელი სამყაროსთვის იმის გაზიარების სურვილს შორის, რომ საუკეთესო ხართ. ჭარბი საუბარი იმაზე, თუ რამდენად ბევრ რამეს აკეთებთ, საერთო ჯამში, არის კარგი გზა, იმისათვის, რომ ყველას უთხრათ, რომ არაფერსაც არ აკეთებთ.

ცუდი ჩაცმა
სამსახურში მისული გამოიყურებოდეთ, როგორც ფეთხუმი და მაწანწალა, ასოცირდება თქვენს მარტოსულობასთან და მოუწესრიგებლობასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ზედმეტად პერსონალური/ინტიმური საუბარი
კარგია თანამშრომლებთან ურთიერთობის დამყარება, მაგრამ ძალიან შორსაც ნუ წახვალთ. სამსახურში ნუ განიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ოჯახური პრობლემები ან სქესობრივი ცხოვრება. ეს თანამშრომლებს არ ეხებათ, ხშირ შემთხვევაში კი, საერთოდ არ აინტერესებთ.

ხმაური 
ადამიანებს არ მოსწონთ ის, ვისი საუბრის გაგებაც ოთახის ბოლოდან შეუძლიათ, მით უფრო, მაშინ, როდესაც საქმეს აკეთებენ.

გარდა აქ ჩამოთვლილი ჩვევებისა, რომლებიც, შესაძლოა, თქვენთვის ყოველდღიური ნორმაა, თუმცა, სხვებისთვის შემაწუხებელი გარემოება, შესაძლოა არსებობდეს სხვა ფაქტორები, რომლებიც სხვების მხრიდან, თქვენს არაპროფესიონალიზმის მანიშნებლებად შეიძლება იყოს მიჩნეული, ესენია: ბილწსიტყვაობა, არასამსახურებრივ თემებზე ტელეფონზე ხმამაღლა საუბარი, სამუშაო მაგიდასთან სხვადასხვა სასუსნავის ჭამა, ფამილარობა, თანამშრომლების პირად საკითხებზე ხუმრობა/ხორხოცი და ა.შ.



„ტექნოპარკში“ Galaxy S9+|S9-ის პრეზენტაცია გაიმართება

გულწრფელი ლოგოები, ძალიან სასაცილო გზავნილებით! – შვედი გრაფიკული დიზაინერის ნამუშევრები