26
Dec
2016

ვინც რისკავს, იმსახურებს დღესასწაულს! – ბადაგონის ცქრიალა ღვინო MAESTRO წარმოგიდგენთ!

26 Dec 2016



იყო თუ არა დიდი მაესტროს ოინი ნამდვილად ცქრიალა ეს თქვენ თვითონ შეაფასეთ ვიდეოს ნახვის შემდეგ, მაგრამ ერთი რამ უდავოა – თბილისი მოლში “ჭეშმარიტების პირი” რომ არ გამოჩენილიყო, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი თავად რომ არ გამხდარიყო ორკესტრის რიგითი მუსიკოსი, ფარდის უკან 50 ორკესტრის წევრი რომ არ დამალულიყო და დირიჟორის ჯოხიც იქვე გამვლელთათვის მოულოდნელი საჩუქარი რომ არ გამხდარიყო, 17 დეკემბერი სავაჭრო ცენტრის სტუმრებისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იქნებოდა.

„გვსურდა, ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლული ადამიანები უეცრად სრულიად  განსაკუთრებული მოვლენის მონაწილენი გამხდარიყვნენ, რის შედეგადაც ნამდვილ დღესასწაულს შეიგრძნობდნენ. ვფიქრობთ, მიზანს მივაღწიეთ –  ეს საზეიმო განწყობა და საუცხოო ემოციების ნაკადი ცალსახად და თვალნათლივ გადმოსცემს ცქრიალა ღვინო „მაესტრო“-ს, როგორც ბრენდის ხასიათს და მიზანს“ – განგვიცხადეს კომპანიაბადაგონში“.

კამპანიაზე  კრეატიულმა სააგენტო ლივინგსტონმა იმუშავა.

გადავწყვიტეთ მოულოდნელი სიურპრიზით გაგვემხიარულებინა თბილისი მოლის გამვლელები და გაგვეზიარებინა განუმეორებელი შეგრძნება, რასაც ნამდვილი მაესტროობა ქვია.

გავიხსენეთ ყველასთვის ნაცნობი ფრაზა ცქრიალა ღვინოზე – “ვინც არ რისკავს, არ სვამს შამპანიურს” და გაბედულ გამვლელებს ნამდვილი დღესასწაული დავახვედრეთ.  – აცხადებენ ლივინგსტონში.

სავაჭრო ცენტრის სივრცეში პირდაპირ რომაული არდადაგებიდან  “ჭეშმარიტების პირმა” გადმინაცვლა და გამვლელებს გარისკვისაკენ მოუწოდებდა. ყველაზე გაბედულების ხელში მოულოდნელად დირიჟორის ჯოხი ჩნდებოდა… მაგრამ რა არის დირიჟორის ჯოხი ორკესტრის გარეშე?! უცაბედად, გაბედული ვიზიტორის წინ -სწორედ გამოიცანით, მთლიანი ორკესტრი ჩნდებოდა და სრულ დაქვემდებარებას უცხადებდა.

მაესტროობას დიდი გამბედაობა უნდა, გამბედაობა, რომელიც ყველა სტუმარს აღმოაჩნდა.

ვინც რისკავს, იმსახურებს დღესასწაულს!

Creative Agency Leavingstone

Creative Director: Levan Lepsveridze
Account Director: Natia Gogia
Copywriter: Niko Ksnelashvili
Creative Producer: Mariam Menteshashvili
Graphic Designer: Keta Zhorzholiani
Set Designers: Erekle Tsintsadze, Dima Arsanisi
Decoration Artists: Vakho Janashia, Misha Psuturi, Merab Maxoxashvili
Video Editor: Gigi Jikia
Sound Design: Betkho’s Audio Lab
Motion Graphic: Irakli Cheishvili
Color Correction: Giorgi Qobalia (Film Asylum)

Film Asylum

Director: Vako Kirkitadze
Producer: NIkoloz Gugushvili
DP: Temo Matcharadze,
Cameraman: Tato Sulakvelidze, Budu Iakobidze, Goga Karbelashvili, Tedo Gogoladze
Lighting Deparment: Roma Gujabidze, Giorgi Chubinidze
 

განხილვა