in

Bafta 75 წლის იუბილეს ინსპირაციული რეკლამით აღნიშნავს

ბრიტანეთის კინოაკადემიის დაჯილდოება (Bafta) 75 წლის ხდება და ამის აღსანიშნავად ორგანიზაციამ ახალი კამპანია დაიწყო. “Behind the Bafta” არის კინოკამპანია, რომელიც ინდუსტრიაში კარიერული გზების მრავალფეროვნებაზე, უნარებისა და ცოდნის სპექტრზე საუბრობს. ყოველივე ეს ჯილდოს მფლობელი ფილმების, თამაშებისა და ტელევიზიის გადასაღებადაა საჭირო.

კამპანიაში რეპერი Big Zuu და მსახიობი ტომ ჰიდლსტონი მონაწილეობენ. ეს უკანასკნელი Bafta-ს კონვერტს ხსნის გამარჯვებულის გამოსავლენად. Big Zuu კი აუდიტორიას ეკითხება: „თუ თქვენი სახელია ამ კონვერტზე, ვის უხდით მადლობას?“. ამასთან, კულისებში არსებული კონტენტი და კლიპები ისეთი საკულტო ფილმებიდან, როგორიცაა Skyfall, Get Out და 1917, მომავალ ტალანტებს საკუთარი პოტენციალის დანახვის მოტივაციას აძლევენ.

კამპანია ამაღელვებელი გზავნილით მთავრდება: „ყოველი ბაფტას უკან ბევრი ადამიანი დგას. შენ შეგიძლია იყო ერთ-ერთი მათგანი“. 

„ყოველწლიურად, Bafta განსაკუთრებულ კრეატიულობას და სრულყოფილებას აჯილდოებს კინოში, თამაშებსა და ტელევიზიაში. ასევე, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებს იძლევა ახალი ნიჭიერი თაობის აღსაზრდელად“, — ამბობს დონა მეთიუსი, Bafta-ს აღმასრულებელი დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების განყოფილებაში.

ნამუშევარი მაყურებელს ეხმარება, კინოინდუსტრიაში მრავალი და მრავალფეროვანი კარიერის სიღრმეში შეიხედოს. კამპანია შვიდი კვირის განმავლობაში გაგრძელდება უფასო რესურსებსაც მოიცავს Bafta-ს ციფრულ არხებზე, რომლებიც ქსელის შესაძლებლობებს, მენტორობას, სტიპენდიებს, სემინარებსა და კარიერის განვითარების ინიციატივებს უსვამს ხაზს.

ეს გასაბერი სახლი გაჩვენებთ, როგორი შეიძლება იყოს მარსზე ცხოვრება

1 აგვისტოდან Bolt-ისა და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო!