in

ბაღში ჩასატარებელი საგაზაფხულო სამუშაოები

გაზაფხული მნიშვნელოვანი პერიოდია ფერმერისთვის სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად, რაც წინასწარ მოამზადებს ბაღს და საფუძველს შექმნის ნაყოფიერი მოსავლისთვის. მიძინებული ბუნება სანამ გამოღვიძებას დაიწყებს, მას ყურადღება სჭირდება. შესაბამის ფორმაშია მოსაყვანი ხეები, ბუჩქები და  სარწყავი არხები, საჭიროა მათი გასხვლა და მომზადება შემდეგი პერიოდისთვის.

 გასხვლა

ყურადღებით უნდა დავათვალიეროთ  ხეები, მოვაშოროთ შემოდგომიდან შემორჩენილი ფოთლები და ძველი ნაყოფი. ხშირად სწორედ მათში იზამთრებს ნაყოფისთვის საშიში სხვადასხვა სოკოვანი დაავადების სპორები, რაც მოგვიანებით მცენარის დაავადებასა და მოსავლიანობის შემცირებას გამოიწვევს.

გასხვლა აუცილებელია მცენარის სწორად განვითარებისა და მისგან მაქსიმალური შედეგის მისაღებად. გასხვლის შემდეგ:

  • ხე მეტად მდგრადია დაავადებების მიმართ;
  • სწრაფად იწყებს ზრდას;
  • ნაყოფი უფრო სასურველი მიიღება;

გასხვლისას, პირველ რიგში, მთლიანად მცენარე უნდა დათვალიერდეს, შევამოწმოთ მისი ქერქის მდგომარეობა. დავრწმუნდეთ, რომ არ არის მექანიკური ან ზამთრის ყინვებისგან მიყენებული დაზიანებები. Ასეთ შემთხვევაში უნდა მოვაშოროთ დაზიანებული ტოტები, ხოლო დაავადებული ადგილები გასუფთავდეს და დამუშავდეს შესაბამისად.

ყურადღებით დაათვალიერეთ ხეხილის ვარჯი, ქერქი ხშირად მავნებლებისათვის ხელსაყრელი თავშესაფარია, დათბობისთანავე  ახლად გამოსული კვირტებისა და ფოთლებისათვის საფრთხეს წარმოადგენენ.

თუ ტემპერატურა დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრად იცვლება, სასურველია ხეების კირიანი ხსნარით შეთეთრება. უხვი ნალექის პირობებში აუცილებელია სადრენაჟო ღონისძიებების ჩატარება, რომ ნარგავებში არ დადგეს თოვლის და წვიმის წყლის ნადნობი და მცენარეთა ფესვთა სისტემა ჭარბმა ტენმა არ დააზიანოს.

 ნიადაგის მომზადება

ბაღში ჩამოყრილი გამხმარი, დატეხილი ტოტები, ნასხლავი ფოთლები და სხვა ორგანული ნარჩენები მოაგროვეთ და გამოიყენეთ კომპოსტირებისთვის.

უხვი ნალექის პირობებში აუცილებელია სადრენაჟო ღონისძიებების ჩატარება, რომ ნარგავებში არ დადგეს თოვლის და წვიმის წყლის ნადნობი და მცენარეთა ფესვთა სისტემა ჭარბმა ტენმა არ დააზიანოს.

თოვლის დნობის შემდეგ აუცილებელია დამატებით კვების მიწოდება ნიადაგიდან. Შეგიძლიათ გამოიყენოთ ორგანული და მინერალური სასუქები. კარგია გადამწვარი ნაკელი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები. ეს სასუქები უზრუნველყოფენ მცენარის ძლიერ, ჯანმრთელ ზრდა-განვითარებასა და დაავადებებისადმი მდგრადობას. ფოსფორი ფესვთა სისტემის განვითარებაზეა პასუხისმგებელი, კალიუმი ყვავილობაზე და მსხმოიარობაზე, აზოტი კი  ძირითადად ქლოროფილის წარმოქმნასა და მწვანე მასის ზრდას უზრუნველყოფს.

საქართველოს პირობებში ამ პერიოდისთვის ძირითადად გამოიყენება კომპლექსური მოქმედების მინერალური სასუქები — “აზოფოსკა”, “დიამოფოსკა” ან “ნიტროამოფოსკა”. სასუქი საგულდაგულოდ უნდა ჩაიბაროს ფესვთა სისტემის ირგვლივ ისე, რომ არ დაზიანდეს მსხვილი ფესვები.

ნიადაგის ანალიზი

უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასუქების მიწოდებამდე მნიშვნელოვანი გავიგოთ, საჭიროებს თუ არა ესა თუ ის ნიადაგი სასუქს, ან რა რაოდენობა უნდა გამოვიყენოთ. ამის განსაზღვრა ნიადაგის ანალიზით სულ რაღაც 10 წუთშია შესაძლებელი.

აგრომეტრი მაღალი სიზუსტით გაზომავს  მიწის ნაკვეთზე ნიადაგის ყველა საჭირო მონაცემს. სკანირების შემდეგ მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შევძლებთ განვსაზღვროთ, რა ტიპის სასუქი სჭირდება მიწას ნაყოფიერების გასაზრდელად.

აგრომეტრი ზუსტად ადგენს ნიადაგში ისეთი ნივთიერებების შემცველობას, როგორიცაა:

  • აზოტი;
  • ფოსფორი;
  • კალიუმი;
  • pH დონე;
  • თიხის შემცველობა;
  • ორგანული ნივთიერებების შემცველობა ნიადაგში.
  • კათიონების გაცვლითი ტევადობა;
  • ნიადაგის ტენიანობა;

სკანერის დახმარებით დავზოგავთ დროს, ზედმეტი დანახარჯების გარეშე გავანაყოფიერებთ მიწას და თავიდან აიცილებთ ნიადაგის დაბინძურებას.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გავთავისუფლდეთ ზედმეტი ფიქრებისგან? — 3 გზა

europop forum: სპორტზე თხრობის ფორუმის ბილეთების გაყიდვა დაიწყო