in

ბაია გალერეა წარმოგიდგენთ მერაბ აბრამიშვილის უნიკალურ გამოფენას – სრული ექსპოზიციის მზღვეველია ალდაგი

2025 – 2026 წლის საგამოფენო სეზონზე  „ბაია გალერეა“ ალდაგის მხარდაჭერით, წარმოადგენს  მერაბ აბრამიშვილის რეტროსპექტულ გამოფენას „გამჭვირვალე მეხსიერება“. ექსპოზიცია 15 ნოემბრიდან წარმოდგენილი იქნება ბაია გალერეის ორივე მისამართზე (ინგოროყვას 19ა, რაზმაძის 68), გამოფენის პარალელურად შედგება კატალოგისა და ციფრული პროექტის პრეზენტაცია.

გამოფენა განსაკუთრებულია არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ სადაზღვევო თვალსაზრისითაც – მხატვრის სრული ექსპოზიცია დაზღვეულია ალდაგში. ეს არის გამოფენის პირველი მასშტაბური დაზღვევა საქართველოში, განხორციელებული ალდაგის მიერ. ალდაგმა პირველად ქართულ ბაზარზე შექმნა სპეციალური სადაზღვევო პროდუქტი, რომელიც აზღვევს ხელოვნების ნიმუშების სრულ კოლექციას.

უფრო ვრცლად, დეტალებზე, ალდაგის მარკეტინგის დირექტორი ქეთევან მაღალაშვილი ისაუბრებს:

გამოფენის მასშტაბური დაზღვევა უნიკალური ფაქტია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რა მნიშვნელობის მატარებელია ეს პროექტი ალდაგისთვის?

მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას საქართველოში — მერაბ აბრამიშვილის მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას. ამ პროექტით, ქართულ სადაზღვევო ბაზარზე პირველად, დაზღვეულია მხატვრის სრულის ექსპოზიცია. ეს არ არის მხოლოდ სადაზღვევო მომსახურება, ეს არის ინოვაციური, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი პროდუქტი, რომელიც პასუხობს ხელოვნების ნიმუშების განსაკუთრებულ საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ერთი მხრივ, მხარს უჭერს შემოქმედებით პროცესს და მეორე მხრივ, ნერგავს ხელოვნებაზე მორგებულ ინოვაციურ სადაზღვევო გადაწყვეტილებას.

რას გულისხმობს ექსპოზიციის დაზღვევა ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაში?

პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე ალდაგმა დაზღვევის ისეთი პროდუქტი შექმნა, რომელიც სრულად ითვალისწინებს ექსპოზიციის სპეციფიკას, მასშტაბს და კულტურულ ღირებულებას. ზოგადად მიგვაჩნია, რომ ნამუშევრების დაზღვევა უნდა გახდეს საინტერესო პროდუქტი გალერისტებისა და კერძო კოლექციონერებისათვის, რათა შემოქმედებითი მემკვიდრეობა იყოს სანდო, საიმედო ხელში და დაზღვევას შევხედოთ, როგორც ბიზნესის მდგრადობის საკითხს. ალდაგმა სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე შექმნა ექსპოზიციის დაზღვევის უნიკალური პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა სპეციფიკას მოერგება.

ექსპოზიციის სრული დაზღვევის გამოცდილება საქართველოში მანამდე არ არსებულა, ამიტომ ეს პროექტი დაგვეხმარება ხელოვნებაზე მორგებული სადაზღვევო სერვისების განვითარებაშიც, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

რამდენად ხედავთ ამ პროდუქტის განვითარების შესაძლებლობას საქართველოში?

მერაბ აბრამიშვილის ეს კონკრეტული გამოფენა, რომელსაც ორგანიზებას უწევს ბაია გალერეა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სახელოვნებო პროექტია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სხვა გალერეებიც და კერძო კოლექციონერებიც დაინტერესდებიან ნამუშევრების დაზღვევით და ჩვენი მხრივ ვეცდებით შევთავაზოთ მათ ისეთი გადაწყვეტები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული შემოქმედებითი მემკვიდრეობის დაცვას და უსაფრთხოებას.

მოხარული ვართ, რომ ბაია გალერეასთან ვითანამშრომლეთ წარამტებით და ველით გამოფენის გახსნას 15 ნოემბერს, რომელიც ღია იქნება ყველა დაინტერესებული დამთვალიერებლისთვის.

[პარტნიორის კონტენტი]

„წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენი“ ტრადიციულად ქცეულ გიორგობისთვეს SOLO-სა და Mastercard-თან ერთად მასპინძლობს

გამოავლინე შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი LuxWeb-თან ერთად