7
Sep
2015

“ნამცეცებიც დაგენანება” როგორ შეიქმნა ახალი ქართული ბრენდი BakeHouse-ი, მარკეტერი BetterFly-ს ესაუბრა

7 Sep 2015

Startauperi
Startauperi


bakehouse logoსაქართველოში ახალი ბრენდი BakeHouse გამოჩნდა. კომპანია პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს. Marketer-ი სარეკლამო კომპანია BetterFly­-ის თანამშრომლებს პროექტის მენეჯერს – ეკო ჩუბინიძეს და ციფრული პროექტების მენეჯერს – სანდრო ხასიას ესაუბრა. სწორედ BetterFly-იმ იმუშავა ამ ბრენდის განვითარებაზე.  

M: ეკო, მოგვიყევი როგორ დაიწყეთ “BakeHouse– თან თანამშრომლობა?

“BakeHouse” საკმაოდ დიდი ხანი იყო ბაზარზე „ემსიბი ჯორჯიას“ სახელით. თუმცა ცოტა ხნის წინ კომპანიამ გადაწყვიტა სრულად აეთვისებინა საკუთარი პოტენციალი – გაეფართოვებინა ასორტიმენტი და შესაბამისად მისი წილიც სამომხმარებლო ბაზარზე. გაფართოების ეტაპზე მმართველი გუნდი პრობლემას წააწყდა – არ არსებობდა კონკურენტუნარიანი ბრენდი გამოკვეთილი სტილითა და საკომუნიკაციო სტრატეგიით. ამ პრობლემის გადასაჭრელად და გამორჩეული ბრენდის ჩამოსაყალიბებლად დავიწყეთ “ემსიბი ჯორჯიასთან” თანამშრომლობა.

bakehouse -1

M: რა დაისახეთ მიზნად, როგორი იყო თქვენი სამოქმედო გეგმა?

ჩვენი მიზანი იყო ჩვეულებრივი, სტანდარტული პროდუქტი – პურ-ფუნთუშეული განსხვავებულ ბრენდად გვექცია. ხოლო შემდეგ დაგვეგეგმა აქტიური საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც ბრენდს მომხმარებელთან დაახლოვებდა. ამისათვის, პირველ რიგში ჩავატარეთ კვლევა, განვსაზღვრეთ ბრენდის პოზიციონირება, ჩამოვაყალიბეთ მისი უნიკალური დაპირება და შევქმენით სახელი – “BakeHouse” – ბრენდი, სწრაფი და გემრიელი ცხოვრების სტილის მოყვარულებისთვის. ამის შემდეგ შემუშავდა საკომუნიკაციო სტრატეგია და ვიზუალური სტილი, რომლითაც Bakehouse ქართულ ბრენდებს შორის გამოირჩევა.

M: ძალიან პოზიტიური და არაორდინალური სლოგანი გაქვთ შერჩეული

დიახ. „ნამცეცებიც დაგენანება“ – ამ სლოგანით ხაზი „BakeHouse“ პროდუქციის განსაკუთრებულობას, ხარისხს და გემრიელობას გავუსვით. გვინდოდა, მომხმარებელს გაეგო, რომ თუ მსგავსი ტიპის პროდუქტის შეძენას აპირებს, ეს აუცილებლად „BakeHouse“ უნდა იყოს.

M: რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც „BakeHouse”- ისთვის მუშაობისას წააწყდით?

ყველაზე დიდი სირთულე ფოტომასალის შექმნა გახდა. იყო ძალიან ბევრი პროდუქტი, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებულ, პროდუქტის შესაბამის მოხმარების სიტუაციაში უნდა გადაგვეღო. გარდა ამისა, საქართველოში ე.წ. Food photography ნაკლებად განვითარებულია. ამიტომ, მაღალი ხარისხის მისაღწევად საკმაოდ დიდი შრომის ჩადება მოგვიწია. თუმცა, ახლა შემიძლია ვქვა, რომ საქართველოში, ამ ტიპის პროდუქტის ვიზუალზე ასეთი ხარისხი ჯერ არ დადებულა.

ბეიქ ჰაუზი

M: რას უნდა ველოდოთ „BakeHouse“- ისგან? როგორია თქვენი გეგმები?

ბრენდის შექმნაზე მუშაობა ოფიციალურად დასრულებულია.ჩამოყალიბებულია ერთწლიანი საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლის განხორციელებაც ცოტა ხანში დაიწყება. ასევე, განვავითარეთ დიჯიტალური მარკეტინგული კონცეფციაც, რომელზეც ჩვენმა დიჯიტალურმა გუნდმა იმუშავა.

M: სანდრო, რაც შეეხება დიჯითალურ მხარეს, რითი განსხვავდება “BakeHouse“-ის ვებ-გვერდი კონკურენტებისგან?

როცა “BakeHouse“-ის ვებ-გვერდზე (http://bakehouse.ge/) მუშაობას ვიწყებდით, დავისახეთ ერთი მიზანი – შეგვექმნა “გემრიელი ვებ-საიტი”. ამისთვის ჩამოვაყალიბეთ კრეატიული კონცეფცია და საიტის დიზაინი – ინტუიტური ნავიგაციით.  პროდუქციის ემოციური და ფუნქციური მახასიათებების კარგად წარმოსაჩენადვებ-საიტიფოტოებით დავტვირთეთ. ვაჩვენეთ რეალური პროდუქტი, თუ როგორ გამოიყურება იგი დახლზე და ამ პროდუქტის გამოყენების სიტუაციები შემავსებელი ინგრედიენტებით. მოკლედ, მაქსიმალურად დავტვირთეთ საიტი, როგორც ვიზუალურად, ასევე ინფორმაციით და ამავდროულად შევინარჩუნეთ მინიმალისტური და ადვილად აღქმადი დიზაინი.

M: გარდა ვებ-გვერდისა, კიდევ რას გეგმავთ დიჯიტალური მიმართულებით?

შემდეგი ნაბიჯი არის სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობა. სოციალური მედია კომუნიკაციის სტრატეგია დაგეგმილია და სექტემბრიდან განვახორციელებთ. “BakeHouse“-ს ამ მომსახურებასაც „Betterfly” გაუწევს.

M: ვინ მუშაობდა პროექტზე?

არტ დირექტორი – სოფო გურასპაშვილი, ბრენდ კონსულტანტი – ნინო კვაჭანტირაძე, ვებ დიზაინერი – ზიკი კახაია, ვებ დეველოპერი – ალექს ლაზარევი, დიჯიტალ პროექტის მენეჯერი – სანდრო ხასია, კოპირაიტერი – მერიკო ქაჯაია, პროექტის მენეჯერი – ეკო ჩუბინიძე, ფოტოგრაფი – Kikala Studio, მხატვარი – დათო ჭყოიძე, ფუდ სტილისტები – ლუკა ნაჭყებია, ერეკლე ღონღაძე

განხილვა