in

Baker’s Chocolate – ამერიკის პირველი შოკოლადის ქარხნის ისტორია

დღეს აქ გემრიელი ტკბილეულის მოყვარულები ვიკრიბებით და ვსაუბრობთ ერთ-ერთ უძველეს ბრენდზე, რომელიც ახსოვს მსოფლიოს. მას ხანგრძლივი ისტორია აქვს არა მხოლოდ ტკბილეულის ინდუსტრიაში, არამედ ზოგადად. კომპანიას ადრე Walter Baker & Company ერქვა, თუმცა დღესდღეობით მას ვიცნობთ, როგორც Baker’s Chocolate.

istoriebi
istoriebi

შემოდგომა

1764 წლის შემოდგომაზე დოქტორმა ჯეიმს ბეიკერმა, რომელიც შემთხვევით გადაიკვეთა ირლანდიელ ემიგრანტ ჯონ ჰანონთან, გადაწყვიტა, გემრიელი პროდუქტი შეექმნა, რომელიც ფულსაც გამოიმუშავებდა. 

ბეიკერი ჰარვარდის კურსდამთავრებული იყო. მცირე დროის განმავლობაში ის სამედიცინო მიმართულებით წავიდა, ასევე, მუშაობდა Dorchester-ის მაღაზიაში. ერთ დღეს შემთხვევით შეხვდა ჯონ ჰანონს და მალევე აღმოაჩინა, რომ მართალია, ირლანდიელს ჯიბეში ცენტიც არ ეგდო, მას ჰქონდა ფასეული უნარ – შოკოლადის მომზადება იცოდა. 

ბეიკერმა იცოდა, რომ შოკოლადისთვის ხალხი დიდ ფულს გადაიხდიდა. მან ისიც შეამჩნია, რომ ჰანონმა არა მხოლოდ თვითონ პროდუქტის დამზადება იცოდა, არამედ შოკოლადის ქარხნის მოწყობა და მართვაც შეეძლო. თუმცა მას არ ჰქონდა დაგეგმილი ხანგრძლივი ბიზნესის წამოწყება. ის უფრო სწრაფ მოგებაზე იყო ორიენტირებული. ბეიკერმა კი ამ ბიზნესის ბევრად გრძელვადიანი პოტენციალი დაინახა.

გაზაფხული

1765 წლის გაზაფხულზე ჰანონს უკვე მზად ჰქონდა წისქვილი და დააყენა ქვა ერთ მესამედ სიჩქარეზე, ანუ ისეთზე, რომელიც გამოიყენება სიმინდის დასაფქვავად. კაკაოს მარცვლები ქვის ცენტრში მოაქცია და მოწყობილობაც აამუშავა. დამუშავების შედეგად, მათ მიიღეს სქელი სიროფი, რომელიც ჯერ გიგანტურ ქვაბში, შემდგომ კი შედარებით მომცრო ფორმებში გადაიტანეს და გასაციებლად გადადეს. ეს იყო პირველი საცდელი პარტია, რომლითაც ჰანონმა დაამტკიცა, რომ შეეძლო მსგავსი პროდუქციის წარმოება. ასე დაიბადა შოკოლადის პირველი ქარხანა მდინარე ნეპონსეტის ნაპირებზე აშშ-ში.

გაფართოება

მზარდმა შეკვეთებმა აიძულა ბეიკერი და ჰანონი, გაფართოებაზეც ეფიქრათ. საჭირო იყო იმაზე დიდი სივრცე, ვიდრე ჰქონდათ. ბეიკერმა თავისი სიძისგან, ედვარდ პრესტონისგან წისქვილი იქირავა და 1772 წელს გახსნა მეორე ქარხანა დორჩესტერში. 

ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰანონმა და ბეიკერმა იჩხუბეს, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მეტიც, მათ 1773 წელს ახალ წისქვილში თითქმის ცხრაასი ფუნტი შოკოლადი გამოუშვეს.

ბიზნესისთვის ბრძოლა რევოლუციის დროს

1775 წელს ამერიკის რევოლუციის დაწყებისთანავე, დორჩესტერის შოკოლადის მწარმოებლებმა დაიწყეს ბრძოლა ბიზნესის შენარჩუნებისთვის. ისინი იძულებულნი გახდნენ, კონტრაბანდულად გადაეტარებინათ კაკაოს მარცვლები ხომალდების მეშვეობით, რომლებიც იმ დროს აღმოსავლეთ ზღვის სანაპიროზე მოძრაობდნენ. 

ჰანონის უეცარი გაუჩინარება

1779 წელს ჰანონი უეცრად გაუჩინარდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ინდოეთის დასავლეთში ყოფნის დროს დაიკარგა, როდესაც მარცვლების საშოვნელად იყო წასული. სიმართლეა თუ არა, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ დორჩესტერში ის აღარავის უნახავს. ბეიკერს რამდენიმე სამართლებრივი დავა ჰქონდა ჰანონის ცოლთან, რომელმაც გადაწყვიტა, საქმეში შემოსვლა ჰანონის შეგირდის, ნათანიელ ბლეიკის მეშვეობით. თუმცა ბლეიკი თავად ვერ შეეწყო მისის ჰანონს და მალევე გავიდა საქმიდან.

ბეიკერების მემკვიდრეობა

1790-იან წლებში ჯეიმს ბეიკერი, ჰარვარდელი ექიმი და ბიზნესმენი, რომელმაც დააარსა ამერიკის პირველი და მომგებიანი შოკოლადის ქარხანა, წავიდა თანამდებობიდან. საოჯახო ბიზნესის ხელმძღვანელად მან თავისი ვაჟი, ედმუნდი დანიშნა.

ედმუნდმა გააფართოვა გაყიდვები ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, თუმცა 1812 წელს, ამერიკის მეორე ომმა ბრიტანეთთან მოულოდნელად გააფუჭა საქმე. ბეიკერის ქვაბები და ყალიბები პრაქტიკულად ცარიელი იდგა ორი წლის განმავლობაში.

ედმუნდ ბეიკერი ამ დროს ფეხი ფეხზე გადადებული არ მჯდარა. მან დაანგრია თავისი შოკოლადის ქარხანა, რომ აეშენებინა უფრო დიდი და უკეთესი. 

შოკოლადის ბიზნესის ახალ სიმაღლეებზე აყვანის შემდეგ, ედმუნდ ბეიკერმა კომპანია თავის შვილს, უოლტერს ანდო. 1835 წლისთვის პრესტონის წისქვილმა დღეში 750 ფუნტის პროდუქტი გამოუშვა.

უოლტერ ბეიკერი გარდაიცვალა 1852 წელს და მისი სიკვდილით დასრულდა ბეიკერების ჰეგემონია შოკოლადის ბიზნესში. ამის მიუხედავად, ბრენდმა მაინც შეინარჩუნა სახელი და იდენტობა.

Baker’s-ის პროდუქტები დღეს

Baker’s აგრძელებს პროდუქციის ხაზის გაფართოებას. ის აწარმოებს ქოქოსის ორცხობილებს, კაკაოსგან დამზადებულ სასმელებსა და ნატეხ შოკოლადს. ის ამჟამად Kraft Heinz-ის კომპანიას ეკუთვნის და აწარმოებს პროდუქტებს, როგორებიცაა: გერმანული ტკბილი შოკოლადი, ნახევრად ტკბილი შოკოლადი, 100% კაკაოსგან დამზადებული მწარე შოკოლადი, თეთრი პრემიუმშოკოლადი და სხვა.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

გარემოს პლასტმასით დაბინძურება – როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ამ პრობლემას?

FDA-ის დამტკიცებულმა ანტიდეპრესანტმა ტვინის კიბოს ზრდა შეაჩერა — ექსპერიმენტი