2025 წლის მაისში, ბაქო რეგიონული კრეატიული ინდუსტრიის ცენტრად გადაიქცევა. ორი დღის განმავლობაში, აზერბაიჯანის დედაქალაქი შემოქმედებითი სფეროს ასობით წარმომადგენელს უმასპინძლებს. ფესტივალი “Baku Flames 2025” გახლავთ პლატფორმა, რომელიც პროფესიონალებსა და დამწყებებს ერთმანეთთან აკავშირებს და აერთიანებს . ორი დღის განმავლობაში, ბაქოს სტუმრებს საშუალება გეძლევათ ისწავლოთ ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტებისგან, განავითაროთ თქვენი პროფესიული წრე, წარადგინოთ საკუთარი თავი, იდეები და თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოთ.
ფესტივალში მონაწილეობისთვის ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. სტუდენტებს სპეციალური ფასდაკლებებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, ახალგაზრდა ტალანტებს კი კანის ფესტივალზე მოხვედრის შანსი გეძლევათ. ღონისძიების სრულ პროგრამას ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით და თქვენი ნამუშევრების დარეგისტრირებასაც შეძლებთ.
ფესტივალის ჟიურიში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კრეატიული სექტორის წარმომადგენლები – Playmakers-ის, Holy Motors-ის, Leavingstone-ის და Saatchi & Saatchi-ს გამორჩეული პროფესიონალები. მათ შორისაა Playmakers-ის მმართველი პარტნიორი მარი ლორთქიფანიძე.
M: შენი ხედვით, რამდენად მნიშვნელოვანია Baku Flames 2025 რეგიონული შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისთვის?
უკვე არაერთი წელია, ვხედავთ აზერბაიჯანის შემოქმედებითი ინდუსტრიის საკმაოდ შთამბეჭდავ ნამუშევრებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების რეგიონული მასშტაბით გაცვლა, ახალი ნაცნობების შეძენა და თუნდაც, პარტნიორობაზე ფიქრი. ეს ბაზარი ჩვენთვის საინტერესოა და ამ ფესტივალზე ჩვენი ნამუშევრების აუდიტორიისთვის გაცნობასაც ვგეგმავთ.
M: შენი ხედვით, რა პერსპექტივას ქმნის ღონისძიება და კონკურსში მონაწილეობა შემოქმედებითი ადამიანებისთვის?
ძალიან საინტერესოა, როგორ ვითარდება რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრია, რა თავისებურებები ახასიათებს ადგილობრივ კომუნიკაციას, რაში განვსხვავდებით და სად შეგვიძლია შევავსოთ ერთმანეთის კომპეტენცია. ვფიქრობ, ეს ფესტივალი ამის დანახვის საშუალებას მოგვცემს.
M: როგორც Baku Flames 2025-ის ჟიურის გუნდის წევრმა, რა მიმართულებით უნდა შეაფასო ნამუშევრები და როგორი იქნება შეფასების კრიტერიუმები?
ფესტივალზე ნამუშევრებს შევაფასებ ნომინაციაში “Connect and Engage“. დღეს, შემოქმედებით ადამიანებს ძალიან მრავალფეროვანი ციფრული ხელსაწყოები და ახალი გადაწყვეტები აქვთ კონტენტის შესაქმნელად, მაგრამ ამ პროგრესთან ერთად, რთულდება ორიგინალური და მართლაც ღირებული პროდუქტის შექმნა. როცა კამპანიებს ადამიანების ჩართულობის კუთხით ვაფასებთ, შთამბეჭდავ რიცხვებთან ერთად, აუცილებელია ეს კამპანიები რეალურად, ადამიანებისთვის იყოს შექმნილი. შესაბამისად, შეფასებისას მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იქნება ამა თუ იმ აქტივობის ბრენდთან კავშირი, ასევე ის, თუ რამდენად ეფექტურად იყენებენ ბრენდები საკომუნიკაციო არხებს გზავნილის გასავრცელებლად.
M: როგორია მოლოდინი ფესტივალთან დაკავშირებით და რას ნიშნავს შენთვის ჟიურის შემადგენლობაში ყოფნა?
ემოციური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენი კოლეგების ნამუშევრებს აფასებ და მათ გამარჯვებაზე გაქვს გავლენა. მით უმეტეს, როცა გამოცდილი გაქვს, რამხელა ღელვა ახლავს თან ფესტივალებში კონკურსანტის როლში მონაწილეობას.
დიდი ინტერესით ველოდები ნამუშევრებს, ვფიქრობ ჩემთვისაც შთაგონების ახალი წყარო იქნება ახალი ადამიანების და მათი იდეების გაცნობა.
დამატებითი დეტალებისთვის, ბილეთების შეძენის, პროექტის წარდგენისა და პარტნიორობის შესაძლებლობებისთვის, ეწვიეთ www.bakuflames.az ან დაუკავშირდით: [email protected] www.bakuflames.az/contact