in

Baku Flames 2025-ში მონაწილეობისა და ნამუშევრების მიღებისთვის რეგისტრაცია უკვე გახსნილია!

Baku Flames – კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი 2025 წლის 2-3 მაისს გაიმართება და ერთ სივრცეში მოუყრის თავს ინდუსტრიის გამოცდილ პროფესიონალებს, შემოქმედებით ტალანტებსა და ინოვატორებს. ფესტივალი საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებაა როგორც გამოცდილი პროფესიონალებისთვის, ისე ახალბედა სპეციალისტებისთვის.

ფესტივალის ჟიურის წევრებსა და სპიკერებს შორის არიან:

ასევე ფესტივალის სპიკერები და ჟიურის წევრები არიან
  • ემილი ქორიძე – კრეატივ დირექტორი, Leavingstone
  • მაკო ჭოველიძე – კრეატიული ხელმძღვანელი რეგიონში, Saatchi & Saatchi Tbilisi
  • მარი ლორთქიფანიძე – მმართველი პარტნიორი, Playmakers
  • თინათინ სტამბოლიშვილი – კომუნიკაციების ხელმძღვანელი, GPI Holding
  • გიორგი ავალიანი – დამფუძნებელი, Holy Motors
  • ნიკოლოზ კუმბარი – Holy Motors

ფესტივალის ოფიციალური ვებგვერდი (www.bakuflames.az) უკვე ფუნქციონირებს. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ღონისძიების პროგრამას, საერთაშორისო სპიკერებსა და ჟიურის წევრებს, ასევე შეიძინოთ ბილეთი ან წარადგინოთ თქვენი ნამუშევარი შეფასებისთვის.

Baku Flames-ში მონაწილეობისთვის, დამსწრეებს შეუძლიათ აირჩიონ ოთხი სახის ბილეთი:

  • კლასიკური: სრული წვდომა ყველა პრეზენტაციაზე, სესიებსა და წვეულებებზე, ფესტივალის განმავლობაში.
  • სტუდენტური: ეკონომიური ვარიანტი სტუდენტებისთვის, რომელიც იმავე წვდომას უზრუნველყოფს (ხელმისაწვდომია მხოლოდ 100 ბილეთი).
  • VIP ბილეთი: ექსკლუზიური ნეთვორქინგ ზონები, პრიორიტეტული ადგილები და პრემიუმ გამოცდილება.
  • Young Lions ბილეთი: შესაძლებლობა 30 წლამდე შემოქმედებითი პირებისთვის, მოიპოვონ ადგილი ახალგაზრდა ლომების კონკურსზე კანში.

საფესტივალო გამოცდილების გარდა, Baku Flames განაცხადებს იღებს როგორც აზერბაიჯანიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. ბრენდებისა და სააგენტოებისთვის ესაა შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი საუკეთესო ნამუშევრები, მოიპოვონ ინდუსტრიის აღიარება და იბრძოლონ პრესტიჟული ჯილდოებისთვის.

წარდგენები დაყოფილია ოთხ მთავარ მიმართულებად, მოიცავს 14 კატეგორიას და ასობით ქვეკატეგორიას, ყველა განაცხადს აფასებს ადგილობრივი და საერთაშორისო ინდუსტრიის წამყვანი ლიდერების გუნდი. განაცხადების წარდგენის ძირითადი ვადებია:

  • ადრეული: 2025 წლის 7 მარტი
  • ძირითადი: 2025 წლის 21 მარტი
  • ბოლო წუთის: 2025 წლის 4 აპრილი
  • შეფასების პერიოდი: 2025 წლის 7-18 აპრილი
  • შორთლისტის გამოცხადება: 2025 წლის 29 აპრილი
  • გამარჯვებულების გამოცხადება: 2025 წლის 2-3 მაისი

დამატებითი დეტალებისთვის, ბილეთების შეძენის, პროექტის წარდგენისა და პარტნიორობის შესაძლებლობებისთვის, ეწვიეთ www.bakuflames.az ან დაგვიკავშირდით: [email protected] www.bakuflames.az/contact

[პარტნიორის კონტენტი]

თუ 3 დღე ტელეფონს არ გამოიყენებთ, ტვინის აქტივობა შეიცვლება — მეცნიერული ექსპერიმენტი

პროკრედიტ აკადემია – უწყვეტი განვითარების შესაძლებლობა