მინერალური წყალი „ბაკურიანი“ გემოიანი წყლის პორტფელს ციტრუსის მიქსს ამატებს, რომელიც ლაიმის და ლიმონის ნატურალური არომატებით შეიქმნა. პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.
ბრენდის მთავარი საკომუნიკაციო გზავნილია – 0 შაქარი, 0 კალორია. პროდუქტი ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია და შექმნილია განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯანსაღთან ერთად გემრიელ გემოს ეძებს.
ანი გრიგოლია, „ბაკურიანის“ ბრენდ-მენეჯერი:
„„ბაკურიანი“ როგორც მზრუნველი ბრენდი, აგრძელებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მომხმარებელს სთავაზობს „ბაკურიანს“ ციტრუსის გემოთი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ „ბაკურიანის“ წყლით და ხილის არომატით შეგვექმნა პროდუქტი შაქრის და კალორიების გარეშე, რომელიც გემრიელი და სასიამოვნო დასალევი იქნებოდა.“
გემოიანი წყლის კატეგორიაში, „ბაკურიანი“ 2024 წლის მარტში შევიდა და მომხმარებელს სამი განსხვავებული გემო შესთავაზა. ცოცხალ ლიმონს, მწვანე ვაშლს და წვნიან ატამს დღეიდან ციტრუსის მიქსიც დაემატა. ახალი გემოს ეტიკეტი აგრძელებს „ბაკურიანის“ გემოიანი წყლის შეფუთვის ხაზს და ზუსტად ასახავს „ბაკურიანის“ წყლით და ხილის არომატით შექმნილ გემოს. „ბაკურიანი“ ციტრუსის მიქსით ბორჯომის ჩამომსხმელ N2 ქარხანაში იწარმოება.”
დღეიდან „ბაკურიანს“ ახალი გემოთი, საქართველოს მასშტაბით ყველგან შეიძენთ.
[R]