in

„ბაკურიანი“ და ქართველი სპორტსმენები გაერთიანდნენ

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ქართველ სპორტსმენებთან თანამშრომლობას იწყებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ნატურალური არაგაზირებული „ბაკურიანი“ აღადგენს წყლის ბალანს ორგანიზმში და საუკეთესოა ცხოვრების აქტიური წესის მოყვარული ადამიანებისთვის.

„სწორედ ამიტომ „ბაკურიანი“, დაარსების დღიდან, აქტიურად ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წყლის მოხმარების კულტურის განვითარებაა ბრენდის მთავარი მიზანი“.

„ბაკურიანი სპორტის“ წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილია – „სწორად შერჩეული წყალი, სწრაფად აღადგენს წყლის ბალანს თქვენს ორგანიზმში, ფიზიკური აქტივობის დროს“.

„წელს გვინდა, გაცილებით უფრო მასიური სახე მივცეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ეს პროექტი წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან ერთად განგვეხორციელებინა.  დარწმუნებულები ვართ, საერთო მესიჯი მომხმარებლებზე უფრო ძლიერ გავლენას მოახდენს და ერთად უფრო პოპულარულს გავხდით სპორტს საქართველოში. ვარჯიშის დროს წყლის მიღება აუცილებელია. ამიტომ, ამ კამპანიისთვის, ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ „ბაკურიანი“ – ვარჯიშის მთავარი წესია, რადგან თავისი ოპტიმალური – მინერალური შემადგენლობით, სწრაფად აღადგენს წყლის ბალანსს ორგანიზმში ფიზიკური აქტივობის დროს“, – ამბობს „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი სალომე ბეჟიტაშვილი.

კამპანიის ფარგლებში, ქართველი სპორტსმენების გამოსახულებით სპეციალური ეტიკეტები შეიქმნა, რომელზეც დიზაინერმა ანა ჭოღოშვილმა  იმუშავა, ფოტოები კი „კიკალა სტუდიომ“ გადაიღო. პროექტის ფარგლებში „ბაკურიანის“ და ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით ვიდეო რგოლი სააგენტო Film Asylum-მა დაამზადა.

ამ კამპანიით სპორტსმენები ხაზს უსვამენ ადამიანის ცხოვრებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის და წყლის მნიშვნელობას.

„მიხარია, რომ საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება ჯანსაღი ცხოვრების წესი. ბევრი ადამიანი ვარჯიშობს სპორტულ დარბაზში. ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი მომავალ თაობას, რომ აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიონ, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია წყლის გარეშე. ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, წყალი უმნიშვნელოვანესია, ორგანიზმში ბალანსის დასაცავად. ჩემი მთავარი წესი –  ვარჯიშის დროს დახარჯული ენერგიის აღსადგენად, ვსვამ 3 ლიტრ წყალს“, – ამბობს ევროპის ოთხგზის, მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე.

მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი ამბობს, რომ დღეს, ნაკლებად ჯანსაღ ეკოლოგიურ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ აუცილებელია აქტიური ცხოვრების წესი.

„მე როგორც პარა სპორტსმენი, ყოველთვის დიდი სიამოვნებით გავუწევ პოპულარიზაციას ჯანმრთელ ენერგიულ ცხოვრებას. ჩემთვის ჯანსაღი რიტმი არის დილის განთიადი, მოძრაობა, სწორი კვება, ჯანმრთელი ძილი და ბევრი წყალი. წყალი ჩვენი სამყაროს და ორგანიზმის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ჩემი ყოველი დღე იწყება და მთავრდება წყლით. ჩემი მთავარი წესი – ჩემპიონატის დროს ძალების აღსადგენად წყალი უპირობო ფავორიტია, ვსვამ 2-3 ლიტრ წყალს“.

ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მხატვრული ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა თვლის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია აუცილებელია.

„მეც ვცდილობ, მაქსიმალურად გავუზიარო ხალხს ჯანსაღი ცხოვრებისათვის საჭირო გამოცდილება: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და წყალი, რაც ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩემი სპორტის სახეობა, მხატვრული ტანვარჯიში, გამოირჩევა ესთეტიკით და პლასტიკით, ასევე ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ვარ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი. ჩემი მთავარი წესი – ვარჯიშის დროს პატარა ყლუპებით, ვსვამ 1-1,5 ლიტრ წყალს“.

„ბაკურიანი სპორტი“, ახალი შეფუთვით, უკვე ყიდება.

„წყალი, სპეციალური შეფუთვით და განახლებული თავსახურით, რომელიც იდეალურია ფიზიკური აქტივობის დროს გამოსაყენებლად, ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება. „ბაკურიანი სპორტი“ – ვარჯიშის მთავარი წესია“.

პარტნიორის კონტენტი

შალვა კალაგონი – “ნებით თუ უნებლიეთ პლანეტა დედამიწის რეზიდენტი” #თაობა

Spa Concept – ნატალის საკონსულტაციო ჯგუფი