in ,

არაჩვეულებრივი დღე! – ბაკურიანის გენიალური ინიციატივა!

ალბათ ყველა შეხვედრილხართ ბაკურიანის გზაზე პატარა გოგო ბიჭებს, რომლებიც ყვავილებს ყიდიან. წყაროს წყალმა „ბაკურიანმა“ გადაწყვიტა რომ ერთი ჩვეულებრივი დღე ბავშვებისთვის და ქალბატონებისთვის  არაჩვეულებრივად ექცია! გზაზე ბაკურიანის მანქანა გამოჩნდა, რომელმაც ყველა ბავშვის ყვავილი შეიძინა!

„თავდაპირველი იდეა ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე მდგომი ყვავილების გამყიდველი ბავშვების დაფიქსირებით გაჩნდა და შემდეგ უკვე მოგვივიდა სასწავლო წლის დაწყებისა და ამ ბავშვების ერთმანეთთან დაკავშირების აზრიც. ქალბატონების უმეტესობას უყვარს ყვავილები, მათი საჩუქრად მიღება კი პოზიტიური ემოციების შექმნასა და გაზიარებას უკავშირდება. შევარჩიეთ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი, რომელსაც სპონტანურად გადავცემდით თაიგულს.  ვფიქრობთ, რომ აქციის მიზანი მიღწეულია, რადგან ქალბატონების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ფაქტს აღტაცებით შეხვდა. თითოეული ჩვენგანი გავცემთ და ვიღებთ ემოციებს, რაც გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა. ნუ დავივიწყებთ, რომ კავშირი ყოველთვის ორმხრივია. „ბაკურიანი“ – შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ!“  – აღნიშნა ჩვენთან საუბარში „ბაკურიანის“ ბრენდმენეჯერმა ნინი ჩიქოვანმა.

იდეალური სამზარეულოს რეცეპტი იკეასგან

გაყინული იოგურტი “Lolly” – სიახლე ქართულ ბაზარზე