in

„დალიე და ითამაშე“ – „ბაკურიანის“ შეფუთვაზე Disney-ს პრინცესების მეორე სერია გამოჩნდა!

სიახლე „ბაკურიანის“ პატარა მომხმარებლებისთვის

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოსა“ და Walt Disney-ს რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა გრძელდება და 2021 წლის დასაწყისში, ბავშვების და მათი მშობლების საყვარელი გმირებით „ბაკურიანის“ პრინცესების მეორე სერია შეიქმნა. ფიფქია, ბრეივი, რაპუნცელი, პოკაჰონტასი და სოფია – ამ პერსონაჟებით გაფორმებული „ბაკურიანის“ შეძენა უკვე შესაძლებელია.

„ვაგრძელებთ საბავშვო წყლის სეგმენტის განვითარებას, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამჯერად, სათამაშო ბოთლებზე პრინცესების მეორე სერია გამოჩნდა. მთავარი საკომუნიკაციო მესიჯი უცვლელია – „დალიე და ითამაშე“. ძალიან საამაყოა, რომ ბავშვები თამაშით იყალიბებენ ისეთ ჯანსაღ ჩვევას, როგორიც წყლის დალევაა. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.  ამიტომ, სასარგებლოს სასიამოვნოს ვუთავსებთ და ვცდილობთ,  პატარები ახალი პროდუქტებით ხშირად გავანებივროთ“, – ამბობს „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი სალომე ბეჟიტაშვილი.

„ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებს, სპეციალურ, 0.33-ლიტრიან შეფუთვაში, ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში აწარმოებენ. როგორც კომპანიაში ამბობენ, „ბაკურიანი“ ოპტიმალური რაოდენობის მინერალური კომპლექსებით გაჯერებული, ნატურალური მინერალური წყალია.

„უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, ის საუკეთესოა აქტიური ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის. „ბაკურიანი“ აღადგენს წყლის ბალანსს ორგანიზმში და რეკომენდებულია ბავშვთა კვებაში გამოსაყენებლად. დალიეთ, ითამაშეთ და იმოგზაურეთ Disney-ს ჯადოსნურ სამყაროში!“

 

[R]

„მაკდონალდსის“ ყოველწლიური საქველმოქმედო კამპანია Mc Happy Day დაიწყო!

giorgi bakradze

გიორგი ბაქრაძე – #პირველისამსახური