13
თებ
2018

[EXCLUSIVE] მარტივია იყო ლაღი! – „ბაკურიანის“ ექსპერიმენტი

13 თებ 2018

ასაკის მატებასთან ერთად, გვემატება სერიოზულობა, კომპლექსები, საფიქრალი, სადარდებელი, გვეცვლება შეხედულებები, პრობლემები გვამძიმებს და ვკარგავთ ყველაზე მნიშვნელოვანს – სილაღეს! თუმცა, არის შემთხვევები, როცა უპირობოდ ვივიწყებთ ყველაფერს და ვხვდებით უშუალოები,  ჩვენი ღიმილი გაცილებით უფრო ხალისიანია, ხმა  ბედნიერი, თვალებში ნაპერწკლები გვიჩნდება. როდის ხდება ეს? – ბავშვების გარემოცვაში. ბავშებთან თითოეული ჩვენგანი გაცილებით გახსნილი, ლაღი, ხალისიანი და ენერგიულია. „ბაკურიანის“ ექსპერიმეტიც ამაში მდგომარეობს, გვაჩვენებს ლაღ და ხალისიან ურთიერთობებს. იმას, თუ როგორი ბედნიერი და უშუალო შეიძლება იყოს ურთიერთობები ლაღ ადამიანებს შორის.

BOG PLUS

 

M: რა იყო ვიდეოს მთავარი სათქმელი?

სალომე ბეჟიტაშილი, „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი: „ბაკურიანი“ ამ ექსპერიმენტით ცდილობს გვაჩვენოს და შეგვახსენოს, თუ რა კარგია და რა მარტივია იყო ლაღი. მარტივად წარმართული ურთიერთობა ხომ წარმატების პირობაა. ხალისიანი ცხოვრების საწინდარი კი ბავშვური სილაღის დაბრუნებაა. „ბაკურიანი“ სწორედ ამ განწყობის შენარჩუნებაში გვეხმარება. რადგანაც, სწორედ წყალია ის პროდუქტი, რომლის ყოველდღიურად სწორი რაოდენობით მიღების შედეგად თავს კარგად ვიგრძნობთ და ვინარჩუნებთ ახალგაზრდობას როგორც გარეგნულად ასევე, განწყობით. 

M: კამპანიაზე საკომუნიკაციო სააგენტო WINDFOR’S-მა იმუშავა..

ბექა მეფარიშვილი, WINDFOR’S-ის კრეატიული დირექტორი: ინტერნეტში ყოველდღე უამრავ ახალ სოციალურ ექსპერიმენტს ვაწყდებით. უზარმაზარი ბრენდებიდან დაწყებული, YouTube-ერებით დამთავრებული, ყველა რაღაც სოციალურ ექსპერიმენტს ატარებს. გადავწყვიტეთ ცოტა იუმორით შეგვეხედა ამ ტრენდისთვის ისეთი ექსპერიმენტი გაგვეკეთებინა, რომელიც მაყურებელს უბრალოდ გააღიმებდა, ოდნავ უკეთესად აგრძნობინებდა თავს. წყლის ერთ-ერთი მთავარი თვისებაც ხომ ეს არის – როგორც არ უნდა იყო, დალევ წყალს და სულ ოდნავ მაინც უკეთ ხდები.

განხილვა