in

ხმაური მეტროში! -ბაკურიანის გენიალური ექსპერიმენტი!

მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ წყალი “ბაკურიანი”-ს სახალისო ექსპერიმენტს თბილისის მეტროდან. პროექტის კრეატიული კონცეფცია სარეკლამო სააგენტო Leavingstone-ს ეკუთვნის.

BOG

მარკეტერი ახალი კამპანიის კრეატივ დირექტორს – ლევან ლეფსვერიძეს ესაუბრა:

M: რა ამოცანა იდგა თქვენს წინაშე?

levan lepsveridzeბაკურიანი არის ბრენდი, რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებას. ჩვენ კი ინტერნეტ სივრცეში ბაკურიანის სწორად პოზიონირებაზე ფიქრი გვევალება. ამჯერად სული შთავბერეთ ონლაინ ვიდეოს, რომელიც ხაზს გაუსვამდა ბრენდის ჯანსაღ ცხოვრებასთან კავშირს.

M: როგორ გაჩნდა კონკრეტულად ასეთი პროექტის იდეა?

ლივინგსტონში ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, ვაკეთოთ ისეთი მარკეტინგული აქტივობები, რომელშიც რეალური ადამიანები იღებენ მონაწილოებას.  თავიდანვე ეს გვქონდა ფიქრად, გვინდოდა შეგვექმნა სახალხო თავშესაქცევი და მომხმარებლების რეაქციების ამსახველი ვიდეო გაგვეშვა ქსელში.

შემდეგ უკვე გაჩნდა მეტროს იდეა. მოგეხსენებათ სადგურებზე 3 ესკალატორიდან ერთ-ერთი ყოველთვის გაჩერებულია ხოლმე. ხელის 39571 მოსმით, ეს უმექმედო კიბე სავარჯიშო სივრცედ გადავაქციეთ და მასზე ჯანსაღი ცხოვრების გზა გავიყვანეთ. გარემოს გასამხიარულებლად მცირედი ქაოსიც შემოვიტანეთ – მოცეკვავე გოგონები, სპორტსმენები, უცნაური პერსონაჟები და თვალიკაცი ხალხს გულმოდგინედ ამხნევებდნენ. მოკლედ, ვარკეთილის მეტროს ერთფეროვნება ერთი დღით მაინც ავამოძრავეთ.

M: რამდენად აქტიურად მიიღო საზოგადოებამ ეს გამოწვევა?

გულახდილად რომ გითხრათ, ჩვენც ძალიან გვაინტერესებდა რამდენად ჩაერთვებოდა ქართველი მომხმარებელი ამ თავგადასავალში. ბევრი კარგი ვიდეო გვინახავს, სადაც მომხმარებელი გულრწფელად რეაგირებს ბრენდის გამოწვევაზე და აქვე ბევრი პესიმისტური კომენტარიც გვსმენია “საქართველოში მაგას არ იზამენ.”

ჩვენც შავი დღისთვის 3-4 საკუთარი მორბენალი მსახიობით გვყავდა რეზერვში. თუმცა ადგილზე მისულებს სრულიად ჯანსაღი სიტუაცია დაგვხვდა: იყო უამრავი მსურველი და მოხალისე, ხალხი პანტაპუნტით არბოდა. იყო შემთხვევები, როცა ესკალატორზე შექმნილი საცობი გადაღებაში ხელს გვიშლიდა და იძულებულნი ვხდებოდით დროებით გადაგვეკეტა გზა. გამვლელ-გამომვლელების ამხელა აქტიურობას ნამდვილად არ ველოდი.

აშკარაა, ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს ბევრ ასეთ და უკეთეს აქტივობებს.

M: ეს ყველაფერი კამპანიის სახითაა და გაგრძელდება თუ ერთჯერადი ხასიათის იყო?

to be continued.

 

იაგუარის გენიალური პრინტ-კამპანია კონკურენტების წინააღმდეგ!

თბილისში KFC–ის პირველი რესტორანი დეკემბერში გაიხსნება !