23
Jul
2019

ქალაქების ილუსტრირებული სერია „ბაკურიანისგან“

23 Jul 2019

მინერალური წყალი „ბაკურიანი“, ბაზარზე, ახალი ეტიკეტით გამოჩნდა. საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, ბრენდმა შეფუთვაზე ქვეყნის დიდი ქალაქების ამსახველი ილუსტრაციები გადაიტანა. კამპანია როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ისე მის სტუმრებზეა გათვლილი.

 

„ფერადი, განსხვავებული და საინტერესო შეფუთვით, „ბაკურიანი“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გიწვევთ. ეტიკეტებზე 5 ქალაქია გამოსახული: თბილისი, რომელშიც ყველა ქუჩა თავის ამბავს ჰყვება, შენობები კი უამრავ ისტორიას ინახავს; საქართველოს სიდიდით მეორე, ერთ დროს კი სატახტო ქალაქი ქუთაისი;  თელავი, რომელიც ღვინის სამშობლოდ წოდებული კახეთის გულია; ყველაზე ხმაურიანი და ენერგიული ბათუმი, რომელსაც ადრე პორტო-ფრანკოთი ვიცნობდით და ზუგდიდი, რომელიც ყველა მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს“.

 

„ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი, სალომე ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ „ბაკურიანის“ 0.5 ლიტრიან PET შეფუთვაზე დატანილი ფერადი ეტიკეტები, მომხმარებელს ზაფხულის ცხელ დღეებს გაუხალისებს და სასიამოვნოდ გააოცებს.

„გვინდა „ბაკურიანმა“, როგორც საქართველოში ბაზრის ლიდერმა ბრენდმა, ქართველებს კიდევ უფრო მეტად გაუღვივოს სიამაყის შეგრძნება, ხოლო ტურისტებს ერთი შეხედვით დაანახოს საქართველოს დიდი ქალაქები თავისი ღირსშესანიშნაობებით და ყველას გაუჩინოს ამ ადგილების ნახვის სურვილი“.

 

ხუთი ქალაქის ილუსტრირებული ეტიკეტი, „ბაკურიანის“დიზაინერის ანი ჭოღოშვილისა და  მხატვარ – ილუსტრატორ, „გამეზას“ ერთობლივი ნამუშევარია.

„ჩვენი ამოცანა იყო, „ბაკურიანისთვის“ შეგვექმნა ფერადი და განსხვავებული ემოციის მატარებელი ეტიკეტები. მნიშვნელოვანი იყო, რომ ქალაქები ეტიკეტზე საინტერესო ფორმით გადმოგვეტანა და სწორედ ამიტომ ამ ილუსტრაციების შექმნა „გამეზას“ მივანდეთ და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ.

 

როგორც ეტიკეტების მხატვარ – ილუსტრატორი გამეზა ამბობს, მისთვის იდეა ძალიან საინტერესო იყო.

„თავიდანვე ჩავერთე წარმოსახვით ძიებაში – ქალაქთა სახასიათო ნიშნების, ფორმების თუ დეტალების გაანალიზებით. მშობლიური ქალაქის, თბილისის, ხატვა სხვადასხვა სტილში ხშირად მიწევს, რომ იტყვიან „თვალდახუჭულმა“ შემიძლია ვხატო, სხვა ქალაქები კი უფრო იშვიათად, ზოგი სულაც პირველად ვცადე. ბუნებრივია, ახალი და საინტერესო გამოწვევა იყო. ძირითად ღირსშესანიშნაობებთან ერთად, დავიტანე ლანდშაფტის თავისებურებები.შევეცადეთ ეტიკეტი, მაქსიმალურად გასაგები, მისახვედრი, სახალისო და საინტერესო ყოფილიყო ნებისმიერი ასაკის ადამიანის, როგორც ადგილობრივისთვის, ისე ქვეყნის სტუმართათვის“.

 

აღსანიშნავია, რომ კამპანიისთვის სპეციალური ვებგვერდიც შეიქმნა, სადაც, „ბაკურიანის“ წარმომადგენლების თქმით, საქართველოს დიდი ქალაქების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიება, ქართულ და ინგლისურ ენებზეა შესაძლებელი.

„ვებგვერდს ეტიკეტზე დატანილი QR კოდის საშუალებითაც ეწვევით და გაიგებთ, თუ რატომ უნდა ესტუმრო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს და რომელია ის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ“.

[R]

განხილვა