კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო” აგრძელებს წყლის საბავშვო ხაზის განვითარებას და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მედია პლატფორმა – Paramount-თან თანამშრომლობას იწყებს. სულ მალე „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე, ბავშვების საყვარელი ანიმაციის Paw Patrol-ის გმირები – ჩეისი, მარშალი და სქაი გამოჩნდებიან.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ბრენდის მთავარი მიზანია და სწორედ ამიტომ, „ბაკურიანი“ ბავშვებს წყლის დალევას პატარაობიდანვე თამაშით აყვარებს. უცვლელი საკომუნიკაციო მესიჯით – „დალიე და ითამაშე,“ „ბაკურიანი“ ახალ გმირებთან – ჩეისთან, მარშალთან და სქაისთან ერთად პატარა მომხმარებლებს კიდევ ერთ საბავშვო სერიას წარუდგენს.
ანა ჭოხონელიძე, „ბაკურიანის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი:
„ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ საქართველოში პირველი ბრენდია, რომელმაც მსოფლიოში ცნობილი ანიმაციის გმირებით სათამაშო ბოთლების წარმოება დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი აგრძელებს პატარა მომხმარებლებზე ზრუნვას. ამჯერად, თანამშრომლობა დავიწყეთ Paramount-თან და პატარებისთვის ახალი საბავშვო სერია კანადური ანიმაციის Paw Patrol-ის გმირებით შევქმენით. წლებია ეს მულტფილმი პატარა მაყურებლების საყვარელ ანიმაციად იქცა, რომლის გმირებიც მათ მეგობრობის მნიშვნელობას ასწავლიან, „ბაკურიანთან” ერთად ისინი ბავშვებს ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაშიც დაეხმარებიან. მალე ჩეისს, მარშალსა და სქაის ყველგან იპოვით, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია ეტაპობრივად „ბაკურიანის“ საბავშვო სერიას Paw Patrol-ის ახალი გმირები შეემატება.“
Paw Patrol-ის სერიამდე ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე დისნეის გმირები და ქართული ანიმაციის პერსონაჟები – ჟირაფი ჟოზე და ჟოზეფინა იყვნენ გამოსახული.
„ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები, 0.33ლ სპეციალურ შეფუთვაში, ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება. „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები ჩეისის, მარშალისა და სქაის შეფუთვით ქსელში მალე გამოჩნდება.
[პარტნიორის კონტენტი]