in

ბაკურიანში მრავლაფუნქციური სასტუმრო “საფირი” გაიხსნა

სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანს მრავალფუნქციური სასტუმრო “საფირი” შეემატა. სასტუმრო „საფირში“ წარმოდგენილია როგორც ლუქსის ტიპის, ისე სტანდარტული და საოჯახო 27 ნომერი. დამსვენებლებისთვის გათვალისწინებულია სამჯერადი კვება, შვედურ მაგიდასთან.

BOG
BOG

 

 

სასტუმროში საკონფერენციო დარბაზიცაა, რომელიც საქმიანი შეხვედრებისა და კონფერენციების მოსაწყობადაა განკუთვნილი. ასევე, განთავსებულია კინოკლუბი, ლაუნჯი და საბავშვო კლუბი. ღიაა ფინური და თურქული საუნაც.

დამსვენებლებს სასტუმროს ლაუნჯში ზამთრის ცივი და სუსხიანი საღამოს, მეგობრებთან და DJ-სთან ერთად, სასიამოვნოდ გატარება შეუძლიათ, სადაც ევროპული კერძებითა და მრავალფეროვანი კოქტეილებით გავუმასპინძლდებით. თქვენს შვილებზე ჩვენს ბავშვთა კლუბში იზრუნებენ და უსაფრთხო გარემოს შეუქმნიან. სრიალის მოყვარულ სტუმრებს, სასრიალო ინვენტარის სასტუმროს სათხილამურო ოთახში უსაფრთხოდ დაბინავების შემდეგ, ძალების აღსადგენად ფინურ და თურქულ საუნაში ვეპატიჟებით” – აცხადებენ სასტუმროს წარმომადგენლები.

 

[R]

როგორი იყო ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა მესტიაში

[EXCLUSIVE] როგორ განაახლეს გრინჩის სახლი?