მინერალური წყალი „ბაკურიანი” აგრძელებს ფეხბურთელ გიორგი მიქაუტაძესთან თანამშრომლობას და მომხმარებელს ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას სთავაზობს. უცვლელი გზავნილით – „ზრუნვა წყალივით გვჭირდება“, ბრენდი აგრძელებს მთავარ საკომუნიკაციო ხაზს, რომელიც ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესს აერთიანებს.
კამპანიის ფარგლებში, ბრენდი მაყურებელს უკვე კარგად ნაცნობი ვიდეორგოლის განახლებულ ვერსიას, განსხვავებული დასასრულით სთავაზობს.

გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და „ვილიარეალის“ ფეხბურთელი: „მიხარია, რომ „ბაკურიანთან“ თანამშრომლობას ვაგრძელებ, რადგან ქართულ ბრენდთან პარტნიორობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. გადაღებები ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით ბოლო ნაწილი, რომელიც ვალენსიაში დავგეგმეთ. მიხარია „ბაკურიანის” ლიმიტირებულ შეფუთვაზე ჩემი ფოტოები რომ იქნება. წყალი ფეხბურთელების ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, “მიყვარს, მიყვარს, „ბაკურიანი““.

ახალი ვიდეორგოლის იდეასა და გადაღების წარმოებაზე ფროდაქშენ მენეჯმენტ კომპანია „ინდუსტრია ფილმმა” იმუშავა, ხოლო ლიმიტირებულ ეტიკეტზე – დიზაინერმა ზაქარია მესროპოვმა.
ლიმიტირებული „ბაკურიანი“ „ბორჯომის“ ჩამომსხმელ ახალ ქარხანაში იწარმოება და ქვეყნის მასშტაბით, უკვე ყველგან გამოჩნდა.

კრედიტები:
კრეატიული სააგენტო – Q&A, გიორგი ქვლივიძე და ნიკუშა ანთაძე
გადამღები კომპანია – Industria PMC
ფროდაქშენის ხელმძღვანელი – მაია გურაბანიძე
აღმასრულებელი პროდიუსერი – სანდრო გაბილაია
რეჟისორი – დავით ბორჩხაძე
ოპერატორი – რატი გოგატიშვილი
ფროდაქშენ მენეჯერი – გურამ მოსიკაშვილი
პოსტ პროდიუსერი – ბურო
საუნდი – ჰეიმა
ქავერი – ავირა
დიზაინერი – სერგი ტიტენკოვი
გრაფიკა – ბესო მჟავანაძე
ფერის კორექცია – ბიბა ვართანოვი
ფოტოგრაფი – იკა ხარგელია
ვიდეო კონტენტის წარმოება – ირინოლა ტლაშაძე
განსაკუთრებული მადლობა კომპანია Sports Orient-ს და ოთო მუმლაძეს
[პარტნიორის კონტენტი]












