in

როგორ ეხმარება პროგრამა „ბალანსი“ ციფრულ სავაჭრო პლატფორმებს?

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურ ეპოქაში ვცხოვრობთ, ელექტრონული კომერციის პლატფორმების უმეტესობა კვლავ იბრძვის აქციების, ნაშთებისა და ფასების შესახებ სავაჭრო კომპანიებისგან დროული და ზუსტი ინფორმაციის მისაღებად.

ამის პარალელურად, ყველაზე პოპულარულ ციფრულ სავაჭრო პლატფორმებსა და პროგრამა ბალანსს შორის ინტეგრაციამ გადაჭრა მცირე და საშუალო კომპანიების თუ ელექტრონული კომერციის პლატფორმების ადმინისტრატორებისთვის საკმაოდ მტკივნეული პრობლემა — მარაგების მენეჯმენტი. კერძოდ, პროგრამა ბალანსიდან ინფორმაცია — პროდუქტის დასახელებები, აქციის ნაშთები და ფასები რეალურ დროში შეიცვლება.

კომპანიები ყიდიან ელექტრონული კომერციის პლატფორმის მიღმაც, შესაბამისად, მათ უწევთ მუდმივად ცვალებადი ნაშთები ექსელის დოკუმენტით, ხშირად დღეში რამდენჯერმე გადააწერონ. გარდა იმისა, რომ დიდი უხერხულობაა, ის ზრდის არასწორი ინფორმაციის გამოტანის შანსს ვებსაიტზე. უკმაყოფილო მომხმარებელი კი ყველას დანაკარგია.

ინტეგრაციის განხორციელების შემდეგ, კომპანიები, რომლებიც იყენებენ პროგრამა ბალანსს, რეალურ დროში შეძლებენ გაცვალონ ინფორმაცია ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმებთან შესყიდვების, რეზერვების, ფასებისა და ნაშთების შესახებ. მეორეს მხრივ, ელექტრონული კომერციის პლატფორმები მიიღებენ სწორ ინფორმაციას ამ კომპანიებისგან უწყვეტი ელექტრონული ვაჭრობისთვის.

როგორც იცით, პანდემიამ დიდი გავლენა იქონია ონლაინ ვაჭრობაზე საქართველოში: მომხმარებლების სავაჭრო ქცევა ონლაინ პლატფორმებზე გადავიდა და რითეილერებს მოუწიათ, ციფრულ სამყაროში გამოჩენილიყვნენ. რადგანაც საკუთარი იკომერს პლატფორმის ქონა კომპანიისთვის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ბევრი მათგანი იყენებს სხვადასხვა პლატფორმას.

ბალანსი მცირე და საშუალო კომპანიებს მხარს 2004 წლიდან უჭერს. შესაბამისად, კომპანიის მიზანი იყო, რომ კომპანიებისთვის გაემარტივებინა იკომერს პლატფორმებზე მუშაობა. Usaid-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული ინტეგრაციის ფარგლებში, კომპანიებს უკვე აქვთ საშუალება: 

  • რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია პროდუქტის დასახელებაზე, ნაშთებსა თუ პროდუქციის ფასზე;
  • დაზოგონ ადამიანური რესურსი: თუკი მანამდე კომპანიას სჭირდებოდა კადრის გამოყოფა საიტზე ინფორმაციის ასატვირთად, ახლა ავტომატურად მოხდება ისეთი ინფორმაციის შეყვანა, როგორიცაა პროდუქტის დასახელება, კოდი, რაოდენობა…;
  • თავიდან აირიდონ მექანიკურად დაშვებული შეცდომების რისკი: პროდუქციის შესახებ ინფორმაციის საიტზე ატვირთვა ავტომატურად მოხდება;
  • ბალანსში დაკორექტირებული პროდუქციის ფასი, ავტომატურად ასახონ ონლაინ მაღაზიაშიც;
  • ასევე, გამიჯნონ გაცვლის პარამეტრები სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებისთვის — აირჩევენ რომელი პროდუქციის ინფორმაცია აისახოს შერჩეულ ონლაინ მაღაზიაში.

„ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც ინტეგრაციის ფარგლებში მოვახერხეთ, არის ის, რომ მაღაზიაში გაყიდული პროდუქცია მყისიერად აისახება საიტზე. აღარ არის საჭირო პერიოდულად ექსელის ფაილებით ვებგვერდზე ნაშთების გადაწერა. რაც, რაღა თქმა უნდა, თავიდან აგვარიდებს როგორც ნულოვანი ნაშთების ონლაინ რეალიზაციას, ასევე დაგვიზოგავს უამრავ დროსა და ენერგიას“.

ამ ეტაპზე, ინტეგრაცია წარმატებით განხორციელდა Vendoo-სა და B2C.GE -ს პლატფორმებს შორის. 

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ვებგვერდს.

[R]

Figma-მ ახალი კლავიატურა გამოუშვა

„კონტეინერში“ ქართველი დიზაინერების ნამუშევრების აღმოჩენას შეძლებთ!