in

დეკორატიული საუთოო მაგიდები, „გრაგნილი პოსტერები“ და სხვა ნივთები სტარტაპ „ბალანსისგან“

Startauperi
Startauperi

ბალანსი“ სტარტაპია, რომლის ფარგლებშიც სახლის ინტერიერისთვის დეკორატიული, ფუნქციონალური ნივთები იქმნება – პირველ ეტაპზე დეკორატიული საუთოო მაგიდები და „გრაგნილი პოსტერები“.

დამფუძნებლები თედორე ბურჯალიანი და კონსტანტინე ასანიძე არიან.

თედორე 29 წლისაა, პროფესიით ინჟინერი. ამჟამად, კომპანია „ბალანსში“ სახლის ინტერიერისთვის მოდელებს ქმნის,  შემდეგ როგორც ტექნიკურად,  ასევე დიზაინერული კუთხით ამუშავებს და დამკვეთის თხოვნით ცდილობს, შეინარჩუნოს სტილი, რომელიც მას უნდა. მოკლედ, ციფრული სამყაროდან იდეას უკვე რეალობად აქცევს.

კონსტანტინე 30 წლისაა. პროფესიით ეკოლოგი. კომპანია „ბალანსში“ გეგმის სწორ გადანაწილებას უზრუნველყოფს, მარაგების შესყიდვებსა და მათ აღრიცხვას ფინანსური კუთხით. ასევე, მარკეტინგსა და კლიენტებთან  მოლაპარაკებას.

სტარტაპის შექმნის იდეაზე, გამოწვევებზე, რეალიზაციასა და სამომავლო გეგმებზე დამფუძნებლებს ვესაუბრეთ:

M: როდის და როგორ გაჩნდა „ბალანსის“ შექმნის იდეა და რა იყო მთავარი გამოწვევა იდეის განხორციელების ეტაპზე?
ბალანსის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. უცებ გადავწყვიტეთ, რომ გვქონდა იდეა და გავაცნობიერეთ რა, რომ თუ იდეას რეალობად არ ვაქცევდით ის, უბრალოდ, მივიწყებული იქნებოდა, საქმეს შევუდექით.

საწყისი კაპიტალი არ გვქონია. გავყიდეთ მანქანა, ავაშენეთ ფარდული საკუთარი ძალებით, როგორც მეორადი, ასევე ახალი მასალებისგან. მთავარი გამოწვევა დამტკიცება იყო, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, წარმოუდგენლად დიდი შრომის გაწევა გვიწევდა, მაგრამ დაღლილობას მუსიკა და გუნდური მუშაობა ანეიტრალებდა.

M: რა პრობლემას ჭრის ბაზარზე თქვენი არსებობარა აქვს განსხვავებული თქვენს პროდუქტს? რით იპყრობთ მომხმარებლების ყურადღებას?
ჩვენი ყოველი ახალი პროდუქცია განსხვავებულია და ჩარჩოებში არ ექცევა, გავურბივართ სტერეოტიპებს. არ არის აუცილებელი, რომ მაგიდას 4 ფეხი ჰქონდეს, საჭიროა მისი კარგი დაბალანსება და მისი დამზადება ერთ ფეხზეც შეიძლება. ვცდილობთ, შევქმნათ რაღაც ახალი, რაც კარგად აისახება პირველ მოდელზე, დეკორატიულ საუთოო მაგიდებზე, რომელიც დიზაინთან ერთად ძალიან ფუნქციონალურია, ასევე „გრაგნილი პოსტერები“, რომელიც საოცრად კომპაქტურია, ვიდრე ჩარჩოში მოქცეული სურათი. ეს სიახლეები კი საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს, შეიძინონ ნივთი, რომელიც საქართველოშია წარმოებული და ამასთან, მაღალი ხარისხისაა.

M: უშუალოდ, პროდუქციაზე, თქვენ გარდა, ვინ მუშაობს?
კიდევ ორი ჩვენი მეგობარი ამზადებს პროდუქტს. გაბუნია გიორგი, 30 წლის, გამოირჩევა სისხარტითა და საქმის მიმართ მაღალი ყურადღებით და არა მარტო ამზადებს, არამედ მარაგების დასაწყობებაზეც ზრუნავს და ანალიზს უკეთებს როგორც წუნდადებულ მასალებსა და მათ ხარისხს, ასევე აწარმოებს დასაწყობებული საქონლის თვლასა და აღწერას.

ლევან ცაბაურაშვილი, 43 წლის, გამოირჩევა გამომგონებლური ნიჭით და ყოველდღიურად ცდილობს, შემოიტანოს სიახლე,  რომ ახალი აწყობილი მოდელი დამზადდეს მაღალი ხარისხით, ასევე გაიმარტივოს შრომა, წინა დღესთან შედარებით.

დროდადრო, როცა გვაქვს შანსი, ყველა ერთად ვმუშაობთ და ერთად ვაწყობთ იმისთვის, რომ შრომა გადავინაწილოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს.

M: სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება და როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ხდება, საქართველოს მასშტაბით და შეკვეთები უცხოეთიდანაც გვქონია. საფასო პოლიტიკას რაც შეეეხება, ვმუშაობთ დაბალ მარჟაზე და ვცდილობთ, რაოდენობრივად გავზარდოთ შეკვეთების რიცხვი და შეძლებისდაგვარად, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი პროდუქტი.

M: რაც შეეხება სახელს, როგორ შეარჩიეთ?
სახელზე დიდხანს ვიფიქრეთ. სიტყვა „ბალანსი“ კავშირშია, უშუალოდ, ჩვენს საქმესთან, დადებით ემოციებს აღძრავს ადამიანში, სანდოა, საერთაშორისო სიტყვაა. ამ კრიტერიუმების თანხვედრამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე.

M: როგორ წარმოგიდგენიათ სტარტაპის განვითარება? გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები..
ჩვენი სურვილია, კომპანია „ბალანსმა“ დაამტკიცოს, რომ საქართველოში ხარისხიანი პროდუქტი კეთდება. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, თუ ჩვენი ქვეყნის ხარისხს სხვა ქვეყნებიც მიიღებენ და აღიარებენ, მიზანიც შესრულებული იქნება…

SocialBakers-მა „ლიბერთის“ სოციალური მედია გამოცდილება შეაფასა, როგორც წარმატებული

გუდაურში, White Rabbit Parks-ში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა