in

„ბალანსი“ – ქართული საბუღალტრო პროგრამა „ქლაუდზე“

ბოლო თვეებში, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ ბიზნესზე საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, კომპანიების ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტა „ქლაუდ“ ტექნოლოგია აღმოჩნდა. პროგრამა „ბალანსი“ არის პირველი ქართული საბუღალტრო პროგრამა „ქლაუდზე“, რომელიც უკვე 2 წელია, მომხმარებელს SaaS ტექნოლოგიას სთავაზობს.

პროგრამის შესახებ „ბალანსის“ ბიზნეს განვითარების გუნდის ხელმძღვანელი მარიამ მამულია გვიყვება: „ბალანსი არის BDO-ს საავტორო პროდუქტი და თითქმის, 5 წელია, რაც ბაზარზეა. თავიდან, ლოკალური ვერსიით დავიწყეთ, ხოლო უკვე დაახლოებით 2 წელია, მომხმარებლებს „ქლაუდ“ ვერსიაც შევთავაზეთ. „ქლაუდ“ ვერსიისთვის შევქმენით განახლებული საიტი, სადაც მომხმარებელს აქვს საკუთარი სამუშაო სივრცე – „ონლაინ“ კაბინეტი. კაბინეტში აქვს რეალური და დემო ბაზები, იღებს და მართავს ინვოისებს, ამატებს თანამშრომლებს და ა.შ. უკვე 200-ზე მეტი კომპანია იყენებს პროგრამა ბალანსს „ქლაუდზე“.

„ბალანსი“ არ არის მხოლოდ საბუღალტრო პროგრამა, იგი უფრო მინი ERP სისტემაა, რომელიც აერთიანებს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას და გამოიყენება, როგორც მაღაზიის პროგრამა და  საწყობის პროგრამა. აღირიცხება მშენებლობა, ზოგადად, წარმოების ეტაპები და იძლევა მენეჯერულ რეპორტინგს, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილზე.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლებთან ურთიერთობა და ის, რომ მათთვის პროგრამით სარგებლობა მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. „ბალანსში“ ჩაშენებულია „ონლაინ“ ჩათი – ქონექთი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი პირდაპირ ეკონტაქტება ჩვენს მხარდაჭერის გუნდს, ყოველგვარი ზედმეტი ზარების და ლოდინის გარეშე. 2 სიტყვით პროგრამის განვითარებაზეც გეტყვით: ყოველ 2 კვირაში გამოდის ბალანსის ახალი რელიზი, რომლითაც პროგრამას ემატება ახალი ფუნქციონალი და უმჯობესდება არსებულის ხარისხი“, – ამბობს მარიამ მამულია.

ყველაფერთან ერთად, „ბალანსი“ არის ღია პლატფორმა, რაც ნიშნავს, რომ მისი ინტეგრაცია შესაძლებელია სხვა ღია სისტემებთან – იქნება ეს e-commerce პლატფორმა, ე.წ „ფრონტის“ საოპერაციო პროგრამა, BI ანალიტიკის სისტემა თუ სხვა.

სრული ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 591 766 766.

 

[პარტნიორის კონტენტი]

“არა ძმაო, ერთი ვირი მყავს, ისიც დამიბერდა…” – რა მოხდა Caucasus Auto Import-ში?

„ყველაფერი ექსტერიერის სრულყოფისათვის“ – „ლეგის“ ახალი ვიდეორგოლი