in

ბალანსის ღონისძიება – „ვაჭრობა-წარმოების ავტომატიზაცია“ წარმატებით ჩატარდა

5 ოქტომბერს პროგრამა ბალანსმა უმასპინძლა ღონისძიებას „ვაჭრობა-წარმოების ავტომატიზაცია“, სადაც თავი მოიყარა 150-ზე მეტმა ბუღალტერმა, მენეჯერმა და ბიზნესის მფლობელმა.

ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ვაჭრობა-წარმოების სფეროს გამოწვევებზე მსჯელობა და იმ საოპერაციო, ფინანსურ-ბუღალტრული ტექნიკური  გადაწყვეტების განხილვა, რომლებსაც კომპანიებს პროგრამა ბალანსი სთავაზობს.

 
მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ საინტერესო დისკუსიები, სიახლეები, დაემყარებინათ ახალი კომუნიკაციები, რაც დაეხმარებათ მათ კომპანიის ფინანსური პროცესების გამარტივებასა და გაუმჯობესებაში.

ღონისძიებიდან მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა:

  1. ვაჭრობის ინდუსტრიის გამოწვევებს

ვაჭრობის სფერო უკანასკნელ წლებში დიდი გამოწვევების წინაშე დგას – მომხმარებელთა ქცევის ცვლილება, გაზრდილი კონკურენცია, გლობალური ეკონომიკური ცვლილებები. ღონისძიებაზე განხილული იყო ის გამოწვევები, რომლებსაც კომპანიები აწყდებიან სააღრიცხვო-ბუღალტრულ საქმიანობაში – ნაშთების კონტროლი, დებიტორ/კრედიტორებთან დავალიანების მართვა, ფინანსური რეპორტინგი თუ კიბერ უსაფრთხოება.

  1. საინტერესო სპიკერების პანელურ დისკუსიებს

ღონისძიებაზე გაიმართა შემდეგი  პანელური დისკუსიები:

  • ბალანსის სერვისები
  • რითეილის გამოწვევები
  • Ecommerce – რითეილის მომავალი

დისკუსიის წევრები იყვნენ დარგის მოწინავე კომპანიები და მხარდამჭერები. როგორებიც არიან:

The USAID Economic Security Program

B2C  • ბითუსი

Vendoo • ვენდუ

საქართველოს ბანკი ბიზნესი • Bank of Georgia Business

Orgservice/ორგსერვისი

Celsius • ცელსიუსი

Pinko Georgia

E-Commerce Association – Georgia

მათ ისაუბრეს თავისი გამოცდილების, ცოდნისა და წარმატების ისტორიების შესახებ.

ასევე ღონისძიების ექსპო სივრცეში წარმოდგენილი იყო პარტნიორი კომპანიების – ლოიალტე, მოორ ეიბისი, სოფტმასტერი, BDO აკადემია – სტენდები, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ მათი სერვისების, მომსახურების შესახებ, გაცნობოდნენ სიახლეებს და დაეგეგმათ სამომავლო პარტნიორობა.

  1. ციფრული ვაჭრობის შესაძლებლობებს

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო ონლაინ ვაჭრობას საქართველოში. კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ იმ შესაძლებლობებს, რასაც ონლაინ ვაჭრობა სთავაზობს მათ. სტუმრები გაეცნენ სიახლეებსა და სასარგებლო ინფორმაციას ინტეგრაციების შესახებ, ბალანსაა და ვენდუს, ასევე ბალანსსა და B2C- ს შორის, რაც ბიზნესებს საშუალებას აძლევს ციფრული ვაჭრობის პროცესი მეტად მარტივი და ავტომატიზებული გახადონ. ინტეგრაციის შედეგად, მხოლოდ რამდენიმე კლიკით, შესაძლებელია პროგრამა ბალანსიდან ზემოთხსენებულ ციფრულ პლატფორმებში გაიცვალოს ინფორმაცია მარაგების დასახელებაზე, ნაშთებისა და გასაყიდი ფასების შესახებ.

  1. ბალანსის სიახლეებს

ბალანსმა წარადგინა ორი ინოვაციური აპლიკაცია – დისტრიბუციის აპლიკაცია MARDI და მენეჯერის აპლიკაცია, რეპორტინგის მიზნებისათვის, რომლებიც შეიქმნა სავაჭრო ჯაჭვში ჩართული თანამშრომლებისა და ბიზნეს მფლობელების დასახმარებლად და მათი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვისთვის.

  1. ნეთვორქინგს

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაეცნოთ და ახალი პარტნიორული ურთიერთობები დაემყარებინათ, როგორც თავის, ასევე მომიჯნავე სფეროს წარმომადგენელ კომპანიებთან. მათ ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები, სერვისები და დაამყარეს მნიშვნელოვანი კავშირები,  როგორც რითეილ, ასევე აუთსორს ფინანსურ სექტორთან.

„ბალანსი მუდმივად ზრუნავს ბიზნესების სააღრიცხვო და ბუღალტრული პროცესების გამარტივებასა და ავტომატიზაციაზე. ჩვენი ღონისძიებაც სწორედ ამ მიზნით ჩავატარეთ, რომ გაგვეცნო კომპანიები, გვემსჯელა მათ საჭიროებებზე და მიგვეწოდებინა აუდიტორიისთვის ის შესაძლებლობები და ინოვაციები, რასაც პროგრამა ბალანსი მუდმივად სთავაზობს მათ”, –  გიგა ვახტანგაშვილი, ბალანსის ხელმძღვანელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ვებგვერდს.

[R]

23-24 ოქტომბერს SBC Summit Tbilisi 2023 გაიმართება

ჯანსაღი გარემო, ISO სერტიფიკატები და პრემიუმ ხარისხის აპარტამენტები „ტექტო ჯგუფისგან”