18
Nov
2019

აღრიცხვა და კონტროლი ღრუბლებში: „ბალანსმა“ ბუღალტრებსა და მენეჯერებს ახალი განზომილება – პირადი სამუშაო კაბინეტი შეუქმნა

18 Nov 2019

წარმოიდგინე, ფიჯიზე ხარ შვებულებაში…შენი რა მიდის, წარმოიდგინე. თუმცა, ისე მოხდა, რომ ბუღალტერიაში „უთო დარჩა ჩართული“ – ანუ უკვე სანაპიროზე წევხარ და გაგახსენდა, რომ ამ თვის ხელფასები გასაცემია.

ან, მენეჯერი ხარ, მესტიაში სასრიალოდ ხარ წასული. კაცია და გუნება, უცებ მოგინდა ნახო, რა გაქვს ამ თვის სახელფასო ხარჯი.

ამ დროს რას აკეთებ: ხსნი ნებისმიერ ინტერნეტ ბრაუზერს, შედიხარ ბალანსის კაბინეტში, ხსნი შენი კომპანიის ბაზას და მარტივად აკეთებ ხელფასების გამოთვლას თავისი საპენსიო ანარიცხებით. ან ხელფასების რეპორტში ნახულობ მიმდინარე თვის სახელფასო ხარჯს.

მერე კი, ვინც არ უნდა იყო, შენი კომპანიის ბაზებს, თანამშრომლების მათთან წვდომას და პროგრამით სარგებლობის ყველა პარამეტრს აკონტროლებ შენი პირადი ციფრული კაბინეტიდან.

პროგრამა ბალანსზე და ახალ ციფრულ სამუშაო გარემოზე BDO-ს პარტნიორმა და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, ზვიად ორაგველიძემ ისაუბრა:

M: ორი სიტყვით რომ გვითხრა რა არის ბალანსი, ვისთვის შეიქმნა და რა პრობლემებს წყვეტს?

ბალანსი BDO-ს საავტორო პროგრამაა, რომელიც 2016 წელს გამოვუშვით ბაზარზე. თავიდან ეს იყო საბუღალტრო პროგრამა მაღალი დონის ავტომატიზაციით, რომელიც მენეჯერს კარგ რეპორტებსაც აძლევდა. შემდეგ მივხვდით, რომ მთავარი პრობლემა ბიზნესებისთვის იყო რამდენიმე პროგრამის საჭიროება და ინფორმაციის შეკრების და ანალიზის სირთულე. ცალკე ჰქონდათ ხოლმე სოფტები საოპერაციო ნაწილის აღრიცხვისთვის, ცალკე ბუღალტრული პროგრამები და მაინც, მენეჯერს ბუღალტრის, საწყობის მენეჯერის და ათობით ექსელის ფაილის გარეშე მაინც უჭირდა იმის გაგება, რა ნაშთი ჰქონდა საწყობში კონკრეტულ მომენტში, ან რა თანხების მიღებას ელოდებოდა კლიენტებისგან თვის ბოლომდე. საბოლოოდ, ბალანსი განვავითარეთ საოპერაციო აღრიცხვის მიმართულებითაც და დღეს ის წარმოადგენს ინდუსტრიულ გადაწყვეტილებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელსაც აქვს მოლარის მოდული მაღაზიისთვის, საწყობის მართვის და წარმოების მოდულები + სრულყოფილი საბუღალტრო ნაწილი. პროგრამაში ბუღალტერთან ერთად მუშაობენ საწყობის, შესყიდვების, გაყიდვების, მაღაზიის მენეჯერები. შედეგად, საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვა სინქრონულად მიმდინარეობს და მენეჯერს დამოუკიდებლად შეუძლია 1 კლიკით მიიღოს ნებისმიერი რეპორტი კომპანიის საქმიანობაზე.

M: რატომ გაჩნდა საჭიროება საბუღალტრო პროგრამა დესკტოპ აპლიკაციიდან ქლაუდზე გადასულიყო?

დღეს ცხოვრების და ბიზნესის კეთების ისეთი ტემპია, 9-დან 5-მდე ოფისებში მგონი ბევრი არ ზის. ჩვენი მომხმარებლები არიან სავაჭრო, საწარმოო, სამშენებლო კომპანიები, ასევე საბუღალტრო აუთსორსინგის პროვაიდერი კომპანიები და ფრილანსერ ბუღალტრებიც, რომლებიც ბევრ სხვადასხვა კომპანიას უწევენ მომსახურებას. ამ ხალხის მუშაობის სპეფიციკაზე დაკვირვებითაც მივხვდით, რომ მათ სჭირდებოდათ მოქნილი ინსტრუმენტი აღრიცხვისა და კონტროლისთვის და უნდოდათ მისი გამოყენება ოფისიდან, სახლიდან, ფილიალიდან და სამშენებლო ობიექტიდანაც. ასევე მათთვის პრობლემური იყო სოფტების პროვაიდერებთან ურთიერთობა: პროგრამის ლიცენზიის დამატება, ახალი ბაზის შექმნა თუ გადახდებზე ინფორმაციის მიღება მათთან კომუნიკაციის და ლოდინის გარეშე არ გამოდიოდა. რთულად იდგა კომპანიების არსებული საინფორმაციო ბაზების დაცულობის საკითხიც. პარალელურად, მსოფლიოს ყველა განვითარებული პროგრამული უზრუნველყოფა ქლაუდზე გადადის: შედეგად მომხმარებლებს პროგრამასთან წვდომა აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და არ დააქვთ თავიანთი კომპანიის ფინანსური ინფორმაცია „ფლეშკებით“. ინფორმაციული ბაზები ინახება დაცულ სერვერებზე და მოვლის პასუხისმგებლობა პროვაიდერის მხარესაა, შესაბამისად კომპიუტერის გადაწვა, ინფორმაციული ფაილების გაუგებარი მიზეზებით გაქრობა და ვირუსები  საფრთხეს აღარ წარმოადგენს. მომხმარებელი არის მშვიდად და მცირე ყოველთვიური გადახდებით კომფორტულად სარგებლობს პროგრამული პროდუქტით.

M: რა ხდება ბალანსის მომხმარებლის პირად კაბინეტში?

მომხმარებელი ბალანსის საიტიდანვე შედის თავის კაბინეტში, სადაც ხვდება პროგრამის დემო ვერსია, იმისთვის, რომ ნახოს პროგრამა, გატესტოს მისი შესაძლებლობები და ყიდვაზე გადაწყვეტილება ინფორმირებულმა მიიღოს. კაბინეტიდანვე ყიდულობს ბალანსის რომელიმე პროდუქტს – ბალანს ენტერპრაისს ან ბალანს შოპს, ამატებს თავისი კომპანიის ბაზას, ან სხვადასხვა კომპანიას, თითოეულში შეუზღუდავი ბაზებით, იწვევს თანამშრომლებს ბაზაში სამუშაოდ, მართავს მართ როლებს და წვდომა აქვს პროგრამის ფუნქციონალზე, ხედავს მიღებულ ინვოისებს და მათ სტატუსებს და აბამს ბარათს კაბინეტს ავტომატური გადახდებისთვის. საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების და დანერგვის მომსახურების მოთხოვნაც კაბინეტიდან არის შესაძლებელი.

M: სამომავლო გეგმები როგორი გაქვთ?

მომავალ წელს ვგეგმავთ, რომ კაბინეტში დავამატოთ პროგრამის დეტალური ინსტრუქციები. მიუხედავად იმისა, რომ ბალანსი არ არის აპლიკაციის ტიპის ელემენტარული სოფტი, კომპანიის სერიოზულ სააღრიცხვო გამოწვევებს ეჭიდება და ამდენი სხვადასხვა ტიპის იუზერებისთვისაა შექმნილი, გვინდა რომ ბალანსით სარგებლობა მაქსიმალურად მარტივი და დამოუკიდებელი პროცესი გავხადოთ მომხმარებლებისთვის და სიახლეებიც ამ მიმართულებით უხვად გვექნება.

კაბინეტში დარეგისტრირება და ბალანსის დემოს გატესტვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა