in

„ბალანსისა” და E-commerce პლატფორმების დამეგობრების ისტორია ერთ ვიდეოში

ბალანსისა და E-commerce პლატფორმების დამეგობრების შესახებ უკვე გავრცელდა ინფორმაცია.

როგორც იცით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მოწესრიგებულად ინფორმაციის მიმოცვლა ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებსა და საწყობებს შორის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო.
გამართული ელექტრონული ვაჭრობა მოითხოვდა ძალიან დიდ მატერიალურ, დროისა და ადამიანურ რესურსს.

Usaid-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, პროგრამა ბალანსის გუნდმა გადაწყვიტა, ბიზნესისთვის საქმე შეემსუბუქებინა და ხელი შეეწყო ონლაინვაჭრობის პროცესების მოწესრიგებაში. შესაბამისად, განახორციელა ინტეგრაცია საქართველოში ყველაზე მსხვილ E-commerce პლატფორმებთან – B2C.GE და Vendoo. ამიერიდან ბალანსსა და აღნიშნულ პლატფორმებს შორის ინფორმაციის გაცვლა ავტომატიზებული გახდა – პროდუქტის ფასების, დასახელებებისა და ნაშთების შესახებ ინფორმაცია რეალურ დროში, ავტომატურად იცვლება ყოველგვარი ადამიანური რესურსის გარეშე.

ბალანსმა განსხვავებული ფორმატის ვიდეო შემოგვთავაზა, რომელიც ძალიან სახალისო, საინტერესო ფორმით წარმოგვიდგენს განხორციელებული ინტეგრაციის შინაარსს.

ვიდეოზე კრეატიულმა სააგენტომ – Meta Agency-მ იმუშავა, რომლის მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება ეფექტურად და ყველასთვის გასაგებ ენაზე გადმოეცა ერთი შეხედვით რთული ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია და ის სიკეთეები, რასაც ბალანსისა და ონლაინვაჭრობის პლატფორმების ინტეგრაცია გვაძლევს.

Agency: Meta
Project Manager: Mariam Obolashvili
Creative Director: Elene Sabiashvili
Illustrator: Luka Ishkhneli
Animator: Rezo Bokeria

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბალანსის ვებსაიტს.

[R]

HONOR X9b — თქვენი ახალი სმარტფონი! 

ველისა და Supergmiri.ge-ის საახალწლო პროექტი – მოიწვიე მეგობარი