in

„ბალავარი დეველოპმენტი” – 10 წელი ხარისხის, კომფორტისა და გამორჩეული დიზაინის შექმნაში

უძრავი ქონების კონკურენტულ ბაზარზე თავის წარმატებით დამკვიდრება და წლების განმავლობაში კმაყოფილი მომხმარებლების ყოლა საკმაოდ დიდი გამოწვევაა, თუმცა საქართველოში არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამას ახერხებენ. ერთ-ერთი ასეთია „ბალავარი დეველოპმენტი”, 10-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც დეველოპერული პროექტების გარდა ნებისმიერ სერვისს აერთიანებს, რაც სამშენებლო-სარემონტო პროცესში მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს. 

ბალავარის მისიაა, ყოველი განხორციელებული პროექტი მაღალი ხარისხისა და დიდი გამოცდილების მაჩვენებელი იყოს. კომპანია ასევე ცდილობს, დააბალანსოს ფასები და თავისი სერვისები ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, ვისაც სახლის შეძენა, აშენება, დიზაინი, პროექტირება ან რემონტი აქვს გადაწყვეტილი. 

კერძო შეკვეთების გარდა, კომპანია ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბითაც ასრულებს. მის პორტფოლიოშია 12 სკოლა და საბავშვო ბაღი, რომლებიც გუნდმა დააპროექტა, ააშენა ან რეაბილიტაცია ჩაუტარა. თითოეული მათგანი საშუალოდ 400-600 მოსწავლეზეა გათვლილი. 

სოფელი კასუმლო

10-წლიანი უწყვეტი წარმატების მიზეზად ბალავარში პროექტების მაღალ ხარისხსა და პროფესიონალიზმს მიიჩნევენ, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც გუნდია, რომელიც კომპანიის მამოძავებელ ძალას წარმოადგენს.

„ბალავარის” მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბაინდურაშვილი Marketer-თან განვლილ 10 წელს აჯამებს და მიმდინარე გეგმების შესახებაც გვიყვება.

M: ნიკოლოზ, „ბალავარი ჰოლდინგს ”უკვე 10 წელი შეუსრულდა. როგორი იყო კომპანიის პირველი ნაბიჯები, რა ისწავლეთ, რა შეცვალეთ და როგორია თქვენი ახლანდელი სტრატეგია?

ბალავარი ჰოლდინგის ისტორია 2013 წელს იწყება, თუმცა მის დამფუძნებლებს დეველოპმენტის მიმართულებით მანამდეც მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ. კომპანიის დაარსების თავდაპირველი იდეა დედაქალაქის ცენტრს გარეთ თანამედროვე, მყუდრო და ყველასთვის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი კომპლექსების აშენება იყო. დღესდღეობით ბალავარი უკვე მოიცავს 16 დასრულებულ და 4 მიმდინარე პროექტს. თუმცა, საცხოვრებლების გარდა, ბალავარი სკოლებისა და საბავშვო ბაღების აშენებასა თუ რეაბილიტაციაზეც მუშაობს.

თბილისის 138-ე საჯარო სკოლა

2013 წელს კომპანიაში თანამშრომელთა რაოდენობა 5 ადამიანს  შეადგენდა, დღეს კი ბალავარი დეველოპმენტს 4 ოფისი აქვს, სადაც 50-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. რაც შეეხება უშუალოდ მშენებლობას, ჩვენ ყოველწლიურად 1000-ზე მეტ ადამიანს ვასაქმებთ.

M: დასრულებული პროექტებიდან რომელია კომპანიისთვის გამორჩეული და ამჟამად რა ტიპის პროექტებზე მუშაობთ?

ასე გამოყოფა რთულია, რადგან ბევრი პროექტი გვაქვს პორტფოლიოში. ყველა პროექტი, რომელსაც ხელს ვკიდებთ, ჩვენთვის ყოველთვის გამორჩეულია, დიდ დროსა და ენერგიას ვუთმობთ თითოეული მათგანის განვითარებას. თუმცა შეიძლება იმ საწყისი პროექტების დასახელება, რომლებმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანეს. 

ამჟამად თბილისის ცენტრალურ უბნებში 4 პროექტზე ვმუშაობთ. აქედან ერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის  ევროპული სკოლის კონსტრუქციული ნაწილი, ხოლო სამი დეველოპერული მიმართულებით – ლისზე, ქავთარაძეზე და ისანში, მტკვრის პირას.

M: რით იქნება ეს პროექტები გამორჩეული?

ბალავარი ლისისა და მტკვარი რეზიდენსის პროექტები გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ორივე პროექტში გათვლილია 2000-დან 3000 კვადრატულამდე რეკრეაციული სივრცეები. ასევე გასართობი მოედნები ბავშვებისთვის და ჯანსაღი გარემო სპორტული აქტივობებისთვის. გათვალისწინებულია ღია და დახურული ავტოსადგომებიც 200 ავტომობილზე. სამივე პროექტი ჯამურად 624 ახალ მობინადრეს გააერთიანებს.

ქავთარაძის პროექტი

ლისისა და ქავთარაძის პროექტები 2024 წლის ზაფხულში დასრულდება. ქავთარაძის პროექტში უკვე 90%-ზე მეტი ბინაა გაყიდული, ლისზე კი 60% -ზე მეტი. რაც შეეხება მტკვარი რეზიდენსს, მშენებლობა ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ბლოკი 2024 წლის შემოდგომაზე დასრულდება და აქ უკვე 95%-ზე მეტი ბინა გაიყიდა. მეორე ბლოკი კი 2025 წლის ბოლოს დამთავრდება და ბინების გაყიდვა ჯერ ახლა დავიწყეთ.

მტკვარი რეზიდენსი

ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მობინადრეებს ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაბარდებათ, რაც კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ სამუშაოებს გულისხმობს.

ლისის პროექტი

M: მრავალპროფილურ კომპანიას შესაბამისი გუნდიც სჭირდება. როგორ არჩევთ თანამშრომლებს კვალიფიკაციის მიხედვით?

როგორც ყველა სექტორში, თანამშრომლების მოძიება ჩვენც გვიჭირს. ძირითადი გამოწვევა კონკრეტული მიმართულების მიხედვით პროფესიონალების ნაკლებობაა. შესაბამისად, ძირითადი ნაწილი, რომელიც ბალავარი ჰოლდინგის უკან დგას, წლებია ჩვენი გუნდის წევრები არიან. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო, რაც მათ შენარჩუნებაში გვეხმარება. 

კადრების შერჩევის პროცესში ყურადღებას ვაქცევთ პროფესიულ მონდომებასა და  პასუხისმგებლობის გრძნობას, რადგან ვთვლით, რომ ასეთი ადამიანები ესწრაფვიან  განვითარებას,  ჩვენი კომპანია კი მუდმივად მზადაა, ხელი შეუწყოს მათ.  

M: როგორ რეაგირებს კომპანია მომხმარებლის უკუკავშირებზე?

მშენებლობა ცოცხალი პროცესია. ამ წლების განმავლობაში ბევრი პრობლემაც იყო და ბევრი წარმატებაც. ყოველდღიურ რეჟიმში უკუკავშირს ცხელი ხაზისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ვამოწმებთ. თითოეულ უკუკავშირს დიდი ყურადღება ექცევა და შესაბამის დეპარტამენტს გადაეცემა. უარყოფითი უკუკავშირის შემთხვევაში, მომხმარებლისგან  დეტალურ ინფორმაციას ვისმენთ პრობლემის შესახებ. ამის შემდგომ აქტიურად ვიწყებთ ხარვეზის გამოსწორებას.  

ჩემი აზრით, კომპანიის განვითარების გზა მომხმარებლის კმაყოფილებაზე გადის. შესაბამისად, სოციალური ქსელების მეშვეობით, მათ მუდმივად ვთავაზობთ სიახლეებსა და აქციებს, რაც კმაყოფილი მომხარებლის შენარჩუნებასა და დაინტერესებაში გვეხმარება. ამიტომ მნიშვნელოვანია, გვესმოდეს მათი და სწორად ვაანალიზებდეთ რჩევებს. 

გუდაურის შალე. დამკვეთი: გუდაური სკი რესორტი

M:  როგორია კომპანიის სამომავლო ხედვა და განვითარების გეგმა?

გვსურს, გავაფართოოთ მასშტაბები არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მის გარეთაც. ამაზე ვმუშაობთ და საზოგადოებას სიახლეებს აუცილებლად გავაცნობთ. აქტიურად ვაგრძელებთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, ასევე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად.

ჩვენი მიზანია, იმაზე მეტი კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს, ვიდრე მათ ამის მოლოდინი აქვთ; ვიყოთ დინამიკური და განსხვავებული გუნდი, რაც საიმედოობისა და ერთგულების გარანტი იქნება; ვაჩვენოთ უმაღლესი ხარისხი და შესაბამისი შედეგი.

საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ქმნის ბალავარს, რომლის მთავარი ღირებულებაც სანდოობაა. 

ასე რომ, იპოვე შენი ბალავარი!

[R]

სტეპ აიტი აკადემია სფოთლაითის მხარდამჭერი გახდა

წყალქვეშა ფოტოსესიით გინესის ახალი რეკორდი დამყარდა!