„ბალშე ლიქიორი“ ესპანური წარმომავლობის საზეიმო ალკოჰოლური სასმელია, რომელიც მექსიკაში ფართოდ გამოიყენება რელიგიურ და სამკურნალო რიტუალებში. Leny Pool კი ამ უძველეს სასმელს თავისი ბრენდის ქვეშ აქცევს — ის Balché-ს ხის ქერქისგან, თამბაქოს, წიწაკის, ქიშმიშისა და თაფლისგან მზადდება.
ბრენდირებული სასმლისთვის თემატური ვიზუალური იდენტობაც შეიმუშავეს: ლოგოტიპი ხელნაკეთ ასოციაციას იწვევს, ყვავილები კი მთავარ ღერს წარმოადგენს. ხოლო სიძველის ეფექტი დამატებით ხასიათს სძენს. ამავდროულად, სპეციალური გამოშვების ნაწილად აქციეს რიტუალური ფიგურა — აჰკანი, როგორც მაიას კულტურის სასმელების ღმერთი… ეს უკანასკნელი დაკავშირებულია სიკვდილთან და მსხვერპლთან.