კვლევების თანახმად, მელოტი ან თხელი თმის მქონე ადამიანები მზის ზემოქმედებით შედეგად კანის კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკის წინაშე არიან და სწორედ ამაზეა ბრაზილიური კანის მოვლის ბრენდი Mami Wata-ს იუმორისტული რეკლამაც. წესით კიბო და იუმორი ერთ წინადადებაში არ უნდა გვხვდებოდეს, მაგრამ ასეა… მოკლედ, „მელოტ სახეებს“ გვაცნობენ, რომლებსაც კეფის ნაწილში არსებული ხაზები ქმნის…
„ჩვენს გამოწვევას სერიოზული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის იმ გზით წარმოჩენა წარმოადგენდა, რომელიც მეტად ჰუმანური იქნებოდა. გვწამს, რომ როცა იუმორი ემპათიითა და ზრუნვით არის გამოყენებული, ცნობადობასაც ზრდის და ცვლილებებსაც გვთავაზობს“, — აცხადებს როდრიგო ალმეიდა, Artplan-ის სააგენტოს CCO.
საინტერესოა, რომ პროექტი სპეციალურ პლატფორმას მოიცავს, რომელიც სახის ამოცნობის ტექნოლოგიას იყენებს „მელოტი სახეების“ დასადგენად მას შემდეგ, რაც მომხმარებლები ფოტოებს ატვირთავენ. შედეგად, მათ 2 მზისგან დამცავ კრემს ერთის ფასად სთავაზობენ. ესეც სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ — Oracle-ის The Happiness Report-ის მიხედვით, მომხმარებელთა 91% უპირატესობას ანიჭებს ბრენდებს, რომლებიც იუმორს იყენებენ, 90%-ს კი უფრო მეტად სასაცილო რეკლამები ამახსოვრდება…














