in

Balena-მ 100%-ით ბიოდეგრადირებადი ჩუსტები შექმნა

უკვე ბევრი ბრენდი მიისწრაფვის წრიული მოდისკენ, რადგან სწრაფი მოდა ჩვენს გარემოზე უარყოფითად აისახება — 92 მილიარდი ტონა ქსოვილის ნარჩენი მიიღება, რომელთა მხოლოდ 12% მუშავდება… სწორედ ამიტომ, კომპანია Balena ბიოდეგრადირებადი მასალების შექმნაზე მუშაობს. უახლეს კოლექციაში კი ჩუსტებს წარმოგვიდგენს, რომელიც პლასტმასისა და რეზინისგან დამზადებული ვერსიის უფრო მოქნილი და გამძლე ალტერნატივაა. 

BioCir-ის 60%-ში ბიომასალებია გამოყენებული. თერმოპლასტიკური დიზაინის წყალობით კი, იგი სრულად იშლება ნიადაგში. ამას გარდა, ბიოდეგრადირებადი პოლიმერი მასალის 3D დამუშავების საშუალებასაც გვაძლევს, რაც, თავის მხრივ, ემისიებს ამცირებს. 

მაშინ კი, როცა Balena-ს ბიოდეგრადირებადი ჩუსტები მოგბეზრდებათ, კომპანია მარტივ გამოსავალს გთავაზობთ, ეს მისი უკან დაბრუნებაა, გაგზავნა გადამუშავებისთვის. დიახ, ამ კუთხით იგი დიდად განსხვავდება იმ კომპანიებისგან, რომლებიც გადამუშავებისთვის ნივთის მაღაზიებში, კონკრეტულ ფილიალებსა თუ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მიტანას გვთხოვენ. გამოდის, თუ ამ ადგილებთან ახლოს არ ცხოვრობთ, თავდაპირველი მიზანი მიუღწეველი რჩება… ამიტომ, ახლა მნიშვნელობა იმასაც აქვს, თუ როგორ გადაყრით ფეხსაცმელს. 

საინტერესოა ისიც, რომ Balena-ს ჩუსტები პირველად 2022 წელს გამოვიდა და ამ დრომდე საკმაოდ ბევრიც გაიყიდა.

OpenAI-სა Microsoft-ს შორის პარტნიორობის გაფართოება ოფიციალურად დადასტურდა

კარგი კონტენტის შექმნის ოთხი ძირითადი პარამეტრი