„ბალენსიაგამ“ 2020 წლის საზაფხულო კოლექციისთვის კამპანია წამოიწყო:
„სად მიდის წყალი?“ „აღარანაირი საცობები!“ „ფეხითმოსიარულეები დაბრუნდნენ“, „სათვალეები აუცილებელია“, „პლანეტების გადაჯგუფება“ – მოდელებმა, რომლებიც კომპიუტერულ პროგრამაში აწყობილებს უფრო ჩამოჰგვანან, ჟურნალისტების როლი მოირგეს და საკმაოდ დაძაბული მუსიკის ფონზე, „ბალენსიაგას“ სამოსში გამოწყობილები, ახალ ამბებს გვიყვებიან.
კამპანიის იდეა, ჯერჯერობით, უცნობია. ვიდეო ვილ ბენედიქტს ეკუთვნის, მუსიკა კი – Wolf Eyes-ს.










