2022 წლის Lay’s-ით შთაგონებული ჩანთების შემდეგ, Balenciaga-მ გადაწყვიტა, საკუთარი კარტოფილის ჩიფსების ჩანთები შეექმნა. თუმცა ამჯერად ლეისის ლოგოს ბალენსიაგა ჩაანაცვლებს. წითელ, ყვითელ და ლურჯ ფერებსაც ინარჩუნებენ, რათა ცხარე წიწაკის, ყველის, ხახვის, მარილისა და ძმრის გემოების შესაფერისი იყოს. ხოლო რეალური ჩიფსის შეფუთვის მსგავსი რომ ყოფილიყო, ჩანთები პრიალა ტყავისგან შეკერეს. ბალენსიაგასგან კი არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ უკან აწერია, რომ ჰაერით სავსე ჩანთა 110 კალორიას შეიცავს… რაც შეეხება ფასს, მოდის მოყვარულებს ამისთვის 1750 დოლარის გადახდა მოუწევთ.
Balenciaga-მ ჩიფსის ჩანთები გამოუშვა!
