10
Jan
2020

Balenciaga-მ, ავსტრალიის დასახმარებლად, კოლექცია შექმნა

10 Jan 2020

Balenciaga ავსტრალიის ტყის ხანძრების წინააღმდეგ კამპანიას უერთდება. მოდის სახლმა, რომლის კრეატიული დირექტორიც დემნა გვასალიაა, ავსტრალიური კოალას გამოსახულებით, ჰუდები და მაისურები გამოუშვა. გაყიდვებიდან შემოსული თანხის 100% ადგილობრივ გარემოს დამცველ ორგანიზაციას გადაერიცხება.

სპეციალური კოლექცია, 13 იანვრიდან, ბრენდის ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება.

ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში, ტყის ხანძრებისას, 1 მილიარდზე მეტი ცხოველი დაიხოცა. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურდა 1500-ზე მეტი სახლი, 7 000 000 ჰექტარზე მეტი ტყე, ეროვნული პარკები და სხვა გამწვანებული ტერიტორია.

განხილვა