in

Balenciaga Fortnite-ის თემაზე შექმნილ შეზღუდული რაოდენობის ტანსაცმელს აწარმოებს!

მათ შორის ოთხი კოსტიუმი თამაშშიც გამოჩნდება

veon
veon

Fortnite, თავისი უახლესი გადაწყვეტილებით, ერთი ნაბიჯით უახლოვდება ყველაზე ფართო მეტავერსის შექმნას. ნაცვლად იმისა, რომ მან სხვა თამაშებთან ან კვლავ არიანა გრანდესთან ითანამშრომლოს, Epic Games მაღალი მოდის ბრენდს ანიჭებს უპირატესობას.

ყველასათვის ცნობილი და ძალიან პოპულარული Balenciaga სწორედ Fortnite-ის თემაზე შექმნილ შეზღუდული გამოშვების ტანსაცმელს ყიდის. მაგალითად, Fortnite x Balenciaga White Sweatshirt $725-ს აღწევს, ბეისბოლის ქუდი $395 ღირს, ჯინსის ქურთუკი კი თქვენს საფულეს 1290 დოლარით შეამსუბუქებს…

საგულისხმოა, რომ ბალენსიაგას ოთხი კოსტიუმი (მათ შორის, ძაღლის ჰუდი) უშუალოდ თამაშშიც გამოჩნდება. თანაც, Strange Times Featured Hub ბალენსიაგას ვირტუალურ მაღაზიას და თემატურ ფოტოგრაფიულ კამპანიას მოიცავს. ამრიგად, Balenciaga Fit Set პირველი მაღალი მოდის წარმომადგენელი იქნება Fortnite-ში.

თამაშში უკვე შესაძლებელია ბალენსიაგას სპეციალური ზურგჩანთების გახსნა, რომელშიც იხილავთ ბოტასის ფორმის წერაქვს, მომცრო ჩანთას, როგორც საფრენ საშუალებას და დამატებით შესამოს დეტალებს. ასევე, შეგიძლიათ, 21 სექტემბრიდან ერთი კვირის მანძილზე რამდენიმე უფასო სპრეიც მოიპოვოთ.

რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ეს Fortnite-ისა და მოდის სხვა წარმომადგენლებთან თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ვინ იცის, იქნებ თამაში მოდის დამატებით “პოდიუმადაც” კი იქცეს…

ლუკა პოლარეს ახალი აპლიკაციით პროდუქტის გზიდან შეკვეთას შეძლებთ!

ციფრული მარკეტინგი – ახალი აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა BTU-ში