ტრენდები მოდაში სწრაფად იცვლება და ეს „მსოფლიოს ყველაზე მაგარმა ბრენდმაც“ იცის. მდგრადი მომავლის, გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების მოტივით Balenciaga მეორადი ნივთების გაყიდვას იწყებს — მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათი საიტის მეშვეობით თავად გაყიდონ ტანსაცმელი თუ სხვა აქსესუარები.
ამ მიზნით Balenciaga Mr Porter-ს, Net-a-porter-ს, Ganni-სა და Reflaunt-ს შეუერთდა და იგი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით 25-ზე მეტი ბაზრისთვის შეადგინონ გასაყიდი ნივთების სია. უბრალოდ უნდა დაამატოთ ნივთი „მაღაზიაში“ და პროგრამა იზრუნებს ფოტოებზე, ფასზე, ჩამონათვალსა და მიწოდებაზე იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მეორად ნივთებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ.
ახალი ინიციატივის მიხედვით, Balenciaga-ს საკულტო წინდების ჩექმებიდან დაწყებული, მისი ჰუდებით დამთავრებული, რომელიც „ძალიან კარგ მდგომარეობაში“ შეიძლება ხელახლა გაიყიდოს, ბრენდი უმაღლეს ანაზღაურებას ჰპირდება მომხმარებლებს, რომლებიც შეძენილი ნივთების ხელახლა გაყიდვას მისი ოფიციალური საიტის მეშვეობით გადაწყვეტენ.
ამ დროისთვის პროგრამა ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის იტალიაში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და სინგაპურში, სადაც გამყიდველებს გაყიდული ტანსაცმელების 20% უბრუნდებათ, რათა ბრენდის ახალი პროდუქტების შეძენაც მოახერხონ.