„ბალენსიაგას“ გაყიდვების დირექტორის ასისტენტი სალომე სულავა საქართველოშია და „მეტა აკადემიაში” ლექციებს წაიკითხავს. პრაქტიკული კურსი „მოლეკულური გაყიდვები“ მათთვისაა, ვინც ფლობს ბიზნესს, არის გაყიდვების აგენტი, ტელემარკეტერი, ან – კონსულტანტი.
„კურსის მონაწილეებს, სალომე სულავა, 10-წლიანი სამუშაო გამოცდილებისას დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებს. შემდეგ კი, მათთან ერთად, გუნდურად, რეალურ ქეისებზე იმუშავებს“.
სხვადასხვა დროს, სალომე მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: „კრისტიან დიორი“, „ქლოი“, „მასიმო დუტი“. ბოლო რამდენიმე წელია, მონაკოში ცხოვრობს და „ბალენსიაგას“ გაყიდვებს ხელმძღვანელობს.
„მოლეკულური გაყიდვების“ კურსი 2 ივნისიდან იწყება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ „მეტა აკადემიას“ Facebook გვერდს.
[R]