3
Aug
2017

ინტერნეტდამოკიდებულება და ინფორმაციული გადატვირთვა Balenciaga-ს ახალ კამპანიაში

3 Aug 2017



თანამედროვე მსოფლიო მოდა არამხოლოდ ტანსაცმლის ტენდენციების კარნახსა და განსხვავებული დიზაინების დამკვიდრებას ცდილობს. ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ამა თუ იმ მოდის სახლისა თუ დიზაინერის მხრიდან, სხვადასხვა კოლექციითა და მათ ფარგლებში შექმნილი ფოტონამუშევრებით სოციალური პრობლემების დაფიქსირება. პოპულარულმა ონლაინ მაღაზიამ SSENCE მონრეალიდან, გამოაქვეყნა მოდის სახლ – Balenciaga-ს ახალი სარეკლამო კამპანია. პოსტერების სერია ეყრდნობა გლობალური ინფორმაციის გაცვლის იდეა Big Data-ს, რომელიც ინახება ინტერნეტში და გამოყენებადია ნებისმიერი მსურველის მიერ. გარდა ამისა, კამპანია წარმოაჩენს ფსიქოლოგიურ შედეგებს, რომელიც თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის გავრცელებასა და მიღებას უკავშირდება.

სარეკლამო კამპანიის მიხედვით, Big Data არის სასარგებლო ინსტრუმენტი ფსიქომეტრიისა და იდენტობის შესწავლისთვის. ადამიანის შიშები და სურვილები უწყვეტად უკავშირდება მათ მიერ მოძიებულ თემებს, ამა თუ იმ საძიებო სისტემებში. Balenciaga-ს შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მოდელები ფოტოებზე წარმოდგენილნი არიან ნოუთბუქებთან, კაბელებთან ან მობილურებთან ერთად, არიან დაღლილები ინფორმაციული გადატვირთვის შედეგად.

განხილვა