in

Balenciaga-მ Snake-ის სათამაშო კონსოლი შექმნა

Balenciaga ამჯერადაც რაღაც მოულოდნელს გვთავაზობს და გეიმინგის ინდუსტრიაში აბიჯებს. ჩინური ახალი წლის აღსანიშნად, კომპანიამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომხმარებლებს შეზღუდული გამოშვების სათამაშო კონსოლი გაუგზავნა საჩუქრად, რომლითაც არც მეტი, არც ნაკლები Snake-ს ითამაშებენ — ოღონდ ეს ერთადერთი თამაშია… ამგვარად, მერჩენდაიზინგის ნაწილია, რომელიც ელიტისთვის შეიქმნა და არა, ყველა გეიმერისთვის.

BOG
BOG

მინიმალისტური, ფუტურისტული დიზაინითაა წარმოდგენილი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი პლასტმასის კორპუსი აქვს, მონოქრომული LCD ეკრანითა და ლურჯი ნათებით. კონსოლზე გრძელ, თხელ ღილაკებს ვხვდებით. ამბობენ, რომ დიზაინი Tesla Cybertruck-სა და Game Boy-ის შორისაა, ფაქტი კი ის არის, რომ აქ ვინტაჟური შარმი თანამედროვე მინიმალიზმს ერწყმის. 

დიზაინით მარტივად მისახვედრი ხდება, რომ მოწყობილობა ფუნქციონირებაზე მეტად, პრიორიტეტს ფორმას ანიჭებს, რითაც კონსოლს უფრო კოლექციონერების ნივთად აქცევს, ვიდრე ნამდვილ სათამაშო მოწყობილობად…

როგორ ვაქციოთ რიტუალები გუნდის წარმატების საიდუმლო იარაღად

დიანა თიგიშვილი Publicis Germany-ის გუნდს შეუერთდა