19
Jul
2019

„მათ უყვართ სიყვარული“ – Balenciaga-ს ახალი კამპანია

19 Jul 2019

პარიზი სიყვარულის ქალაქია. შეყვარებულები აქ ყველაფერს წყდებიან, ვერც ეიფელის კოშკს ამჩნევენ და ვერც – ისტორიულ ხიდებს. წყვილები პარიზში მხოლოდ ერთმანეთს ხედავენ. როგორც Sex and The City-ის ლეგენდარული პერსონაჟი მირანდა ჰობსი ამბობს, მათ სიყვარული უყვართ. ზუსტად ასეთები არიან Balenciaga-ს [კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია] 2019 წლის ზამთრის კოლექციისადმი მიძღვნილი კამპანიის პერსონაჟები, რომლებიც, Dazed-ის მოდის მიმომხილველების თქმით, რეალურ ცხოვრებაში, განუმეორებელ და შეუდარებელ ქიმიას ქმნიან.

 

„ექსპერიმენტში 5 რეალური წყვილი მონაწილეობდა. ისინი, 2 დღის განმავლობაში, თამაშობდნენ როლურ თამაშებს, რომ აღმოეჩინათ თავიანთი ახლანდელი და წარსული ურთიერთობები“.

Balenciaga-ს ახალი კოლექციის მხარდასაჭერად გაიმართა ფოტოსესიაც, რომელზეც ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკოს ფოტოგრაფად აღიარებული გრეგ ფინკი მუშაობდა. არტისტმა, მთავარი გმირების, რეალური ცხოვრება და რეალური ურთიერთობები აჩვენა ქუჩაში, მაღაზიაში. წარმოაჩინა მთავარი – მათ შორის არსებული ქიმია.

 

 

Credits:

Photo: Greg Finck

Video – Ed Fornieles

Role Play Mechanics – Ed Fornieles/Nina Runa Essendrop

 

განხილვა