in

რას გულისხმობს „ბალენსიაგას“ მეტისმეტად „განადგურებული“ ფეხსაცმელი?

დაივიწყეთ თეთრი, „იდეალური“ სპორტული ფეხსაცმელი; Balenciaga-მ დახეული, ჭუჭყიანი ფეხსაცმელი წარადგინა, რომელზეც ადვილად იფიქრებთ, რომ ძაღლის საყვარელი სათამაშოა.

625 დოლარის ღირებულების მოდელი Balenciaga Paris-ის სპორტული ფეხსაცმლის სიცოცხლის ბოლოს უნდა ასახავდეს. ბრენდი ფეხსაცმელს ისეთ ნივთად აღიქვამს, რომლის მოხმარებაც სამუდამოდ შეიძლება და მისი არსებობის ყოველი ეტაპი იმსახურებს ყურადღებას. ეს არის მდგრადობის ირონია, რომელიც იშვიათად განიხილება, რადგან ამ მდგომარეობაში ფეხსაცმელი, ჩვეულებრივ, ნაგავსაყრელზე ხვდება…

ფოტოგრაფ ლეოპოლდ დუშემინის მიერ გადაღებულ ფოტოებში ბრენდი განზრახ აზვიადებს ფეხსაცმლის იერს, რადგან ფიქრობს, რომ აღნიშნული მოდელის ტარება მთელი ცხოვრების მანძილზეა შესაძლებელი. ასეთ მდგომარეობაში მყოფი მოდელის მაღალი ფასი კი მის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

კოლექცია 100 ფეხსაცმელს მოიცავს — თითოეული მათგანი შეგნებულად არის დახეული და გამოყენებულის იერი აქვს მინიჭებული.

პიკასოს შემოქმედებით შთაგონებული Zara Home-ის კოლექცია

რა არის მომხმარებლის ქცევის ფსიქოლოგია მარკეტინგში და როგორ უნდა გამოიყენონ ის ბრენდებმა?