in

„ბალეტი სპორტულ ფეხსაცმელში“ — On-ის ახალი კამპანია

შვეიცარიული ფეხსაცმლის ბრენდის, On-ის გულშემატკივრებს შორის არიან როგორც სპორტსმენები, ისე მოცეკვავეები. ამას მოწმობს აღიარებული ქორეოგრაფის ჯასტინ პეკის კიდევ ერთი წევრის პერფორმანსი — მან კლასიკური მოცეკვავეების ოთხწუთიანი ცეკვისთვის სწორედ აღნიშნული ბრენდის პროდუქტი გამოიყენა. შედეგად შეიქმნა „ბალეტი სპორტულ ფეხსაცმელში“. 

საცეკვაო ვიდეო კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს On-ის მიმზიდველობის გაფართოებას. ანუ, ბრენდს სურს, სპორტსმენების გარდა, სხვა, უფრო კრეატიული აუდიტორიაც დაიპყროს. „მოძრაობა არის ის, რაც ჩვენს პროდუქტებს შთააგონებს და მიუხედავად იმისა, დარბიხართ თუ ცეკვავთ, ისინი იმისათვის შეიქმნა, რომ თქვენს სხეულთან ერთად იმოძრაოთ. მარტივად, გვინდა, On იყოს ბრენდი მოძრავებისა და მეოცნებეებისთვის — მორბენალებისთვის, მოცეკვავეებისთვის, მხატვრებისთვის და სხვა“, — ამბობენ კომპანიის მარკეტერები.

სწორედ ამ მიდგომის საფუძველზე დაუკავშირდა კომპანია ჯასტინ პეკს, რადგან ის „თითქოს ბუნებრივ გზას წარმოადგენდა მომენტის შესაქმნელად, რომელიც მრავალფეროვან აუდიტორიას მიიზიდავდა ბრენდის გამოცდილებისთვის“. 

ეს ფეხსაცმელი დამზადებულია საცეკვაოდ

მოკლემეტრაჟიან ფილმში, სახელწოდებით “Become a Mountain”, მოცეკვავეები ნიუ-იორკის ბალეტიდან და ჯულიარდიდან ატარებენ On Shoes-ის რამდენიმე ვერსიას. მათ ასევე აცვიათ სპორტული კოლგოტები, შორტები და სპორტული შარვლები.

ასეთია „ექიმოს“ განახლებული ბრენდინგი

ვეგანური ნაყინის შეფუთვა, პროდუქტის გამოხატვის გარეშე