in

BalticBest 2021-ზე, ქართულმა სააგენტოებმა 3 ჯილდო აიღეს

2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო გზაშია!

საერთაშორისო ფესტივალზე Balticbest 2021, ქართულმა კრეატიულმა სააგენტოებმა 3 ჯილდო მოიგეს. 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ასეთია Windfor’s Tbilisi-სა და JWT Metro-ს საერთო შედეგები.

წლევანდელ BalticBest-ზე, პირველი ვერცხლი Windfor’s Tbilisi-მ მიიღო, კატეგორიაში DESIGN & CRAFT PRINT/OUTDOOR CRAFT, ნამუშევრისთვის, Father’s Day. სააგენტომ ეს პოსტერი McDonald’s-ის კამპანიისთვის შექმნა.

„19 ივნისი მამების დღეა – მათი ზრუნვისა და სიყვარულის დაფასების დღე. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად შევქმენით პოსტერი, რომელიც მამებსა და შვილებს შორის არსებულ სითბოს McDonald’s-ის ბრენდის იდენტობის გავლით აღწერს“.

2 ჯილდო მოიპოვა სააგენტომ JWT Metro კამპანიისთვის Superheroes, რომელიც „მარკეტერის“ მკითხველისთვის კარგად არის ნაცნობი:

  • ვერცხლი – კატეგორია DESIGN & CRAFT FILM CRAFT – კამპანია Superheroes (Bank of Georgia)
  • ბრინჯაო – კატეგორია DVERTISING/BRANDING ONLINE VIDEO & FILM – კამპანია Superheroes (Bank of Georgia)

შეგახსენებთ, Balticbest ყოველწლიური კრეატიული ფესტივალია, პატარა ქვეყნებისთვის. ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური აფასებს, რომელშიც შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები შედიან. წელს გამარჯვებულები ტალინში დაასახელეს, თუმცა, ცერემონიას, კორონავირუსის პანდემიის გამო, უმეტესობა „ონლაინ“ ადევნებდა თვალს.

Balticbest 2021-ის ე.წ. შორტ ლისტში, სხვადასხვა კატეგორიაში კიდევ 3 ქართული ნამუშევარი იყო:

  • სააგენტო Redberry – კამპანია Georgia by Post (Post of Georgia)
  • სააგენტო JWT Metro – კამპანია THE START (Team Georgia)
  • სააგენტო 4Media – კამპანია There is a Gift for you! (National Bank of Georgia)

აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალის ჟიურის ერთ-ერთი წევრი JWT Metro-ს კრეატიული  დირექტორი ეკა ყიფიანი იყო.

ასევე გთავაზობთ Balticbest 2021-ის ყველა გამარჯვებული სააგენტოსა და კამპანიის ჩამონათვალს.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოზე “ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის 2021” განაცხადების მიღება დაიწყო

Payze პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც YC-ში, პრესტიჟულ სააქსელერაციო პროგრამაში მოხვდა!