Balticbest სარეკლამო და მარკეტინგული ფესტივალია ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, რომელთა მოსახლეობაც 5 მილიონზე ნაკლებია.
წელს, ფესტივალი მხოლოდ ონლაინ გაიმართება და სხვადასხვა ქვეყნის 15 ჟიურისთან ერთად, ნამუშევრებს რეზო შელია – სააგენტო „რედბერის“ კრეატივ დირექტორიც შეაფასებს.
Balticbest, ამჯერად, 21 კატეგორიითაა წარმოდგენილი, მათ შორის, ახალია „მარკეტინგი პანდემიის დროს“.
შეჯიბრებაზე მხოლოდ იმ ნამუშევრების გაგზავნაა ნებადართული, რომლებიც 2019 წლის 1 ივლისიდან, 2020 წლის 31 ივლისამდე შუალედშია გაშვებული.
გამარჯვებულები 26 აგვისტოს გამოვლინდება, LIVE-ფორმატში, შორთლისტები 21 აგვისტოს იქნება ხელმისაწვდომი, მანამდე კი, ნამუშევრების გაგზავნა 17 აგვისტომდეა შესაძლებელი, ღირებულება – 125 €.
ოქროსა და გრან პრის მფლობელ ნამუშევრებს EPICA-ს ფესტივალზე მონაწილეობის მიღება ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეეძლებათ.
შეგახსნებეთ, რომ გასულ წელს, საქართველოდან ნამუშევრებს Holy Motors-ის დამფუძნებელი, გიორგი ავალიანი აფასებდა.