ყოველი ფანჯრიდან პანორამული ხედები ზღვასა და ბამბუკის ტყეზე – ეს „ბამბუ ბიჩ“ ციხისძირია, პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის ავტორებიც გვიხსნიან, რომ აქ ადამიანის წყნარ გარემოში ცხოვრებისთვის ყველა საჭირო დეტალია გათვალისწინებული.
პროექტი შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში, ბოტანიკური ბაღისა და პეტრას ციხის გვერდით არის განლაგებული.











