22 სექტემბერს ზუგდიდში ავეჯის ქარხანა იხსნება.
საქართველოში ” ჭებრადასტ” -ის ოფიციალური წარმომადგენლის მადონა კაციას თქმით, კომპანია 2012 წლის ივნისში, უკრაინაში ქ.დონეცკში დაფუძნდა. კომპანიას ამ ეტაპზე გააჩნია საგანმანათლებლო პროდუქტი, თუმცა უახლოეს მომავალში, საქართველოში ბამბუკისაგან დამზადებული ავეჯის წარმოებას იწყებს, რომელსაც დაესწრებიან უკრაინელი პარტნიორები.
“ვინაიდან ბამბუკის გავრცელების ერთ–ერთი არეალი სამეგრელოა, ქარხანა გაიხსნება ქ. ზუგდიდში. ანუ, ნედლეულიც ადგილობრივია და ავეჯისთვის საჭირო ყველა დეტალიც ადგილზე დამზადდება. ქარხანაში დაახლოებით, 100 ადამიანი დასაქმდება.
ჩვენი პროდუქტი გათვლილი იქნება საშუალო და მაღალ შემოსავლიან სეგმენტზე. ჩვენ შევისწავლეთ ბაზარი და ვფიქრობთ, რომ დავაკმაყოფილებთ ბაზარს. ჩვენი სამომავლო გეგმაა – ნაწარმოები პროდუქტი გავიტანოთ ექსპორტზე. განაცხადა ქალბატონმა მადონა კაციამ. “