28
ივნ
2018

90-იანების ტექნოლოგიური რეტროსპექცია: „ბანანის ნოკია“ კვლავ მსოფლიო ბაზარზეა

28 ივნ 2018

როგორც ჩანს, „მილენიალების“ თაობა 90-იანების ნოსტალგიას განიცდის, რაც არა მხოლოდ მოდის, არამედ — ტექნოლოგიების განვითარების მხრივაც თვალსაჩინო აღმოჩნდა: თუ დემნა გვასალიამ მსოფლიო საზოგადოებას ნოსტალგიური წლები განიერმხრიანი პიჯაკებითა და დიდი ზომის სვიტერებით გაახსენა, „ნოკიამ“ საზოგადოების მოთხოვნის საპასუხოდ, არც მეტი, არც ნაკლები, 90-იანების ერთ-ერთი ბესთსელერი — „ნოკია 8110“, იგივე „ბანანის ნოკია“ გააცოცხლა.

BOG name
Bog name mob

შეიძლება ითქვას, მობილურების მწარმოებელი მსოფლიო გიგანტი კომპანიის „ახალი სიცოცხლე“ 2015 წლიდან დაიწყო: მას შემდეგ, რაც „ნოკიასა“ და „მაიკროსოფტის“ გაერთიანებას მაინც და მაინც დადებითი გამოხმაურება არ მოჰყვა, „ნოკიამ“ მობილურების მწარმოებელ ფინურ კომპანია HMD Global-თან გაერთიანება გადაწყვიტა. 2017 წელს მობილურ ბაზარზე მსოფლიო „ლავ მარკა“ „ნოკია 3310-ის“ განახლებული ვერსიით წარდგა, „მაიკროსოფტთან“ არც თუ ისე ხელსაყრელი კოალიცია კი „გუგლთან“ ძალიან წარმატებულმა თანამშრომლობამ ჩაანაცვლა, Android One-ის ინოვაციური პროგრამით.

თუმცა, ბრენდმა წელს საზოგადოება არა მხოლოდ ინოვაციური ტექნოლოგიებით გააოცა, არამედ, შეიძლება ითქვას, ემოციებზე ზემოქმედებაც შეძლო, როდესაც 2018 წლის დასაწყისში „ბანანის ნოკიას“ საკულტო მოდელი — „ნოკია 8110“ ყვითელი და შავი ვერსიებით გააცოცხლა.

გაიგეთ მეტი „ბანანის ნოკიას“ განახლებული მოდელის შესახებ, რომელიც ივნისის თვიდან საქართველოში — სავაჭრო სახლ „გოლეთიანის“ ფილიალებშიც ხელმისაწვდომი იქნება:

წინამორბედის მსგავსად, „ნოკია 8110“  პოლიკარბონატის მასალის მოღუნულ კარკასშია მოთავსებული. ზარების საპასუხოდ ან ნებისმიერი მიზნით მენიუში შესასვლელად, ქვედა ნაწილის ჩამოწევით იხსნება. თუმცა, ძველი მოდელი ძველ ფუნქციებს არ ნიშნავს: Gmail-ისა და Outlook-ის კონტაქტებს თუ კალენდარს უპრობლემოდ დააიმპორტებთ, KaiOS-ის მიერ შექმნილ აპლიკაციების მაღაზიასთან წვდომა კი უამრავი გასართობი პროგრამის გადმოწერაში დაგეხმარებათ. აღდგა „სნეიქის“ თამაშის ტრადიციაც – თქვენს საყვარელ გასართობს განახლებული „ნოკიას“ მენიუშიც იხილავთ.

ინტერნეტში ძრომიალი, მიმოწერა თუ ცოცხალი ტრანსლაცია საოცრად სწრაფ რეჟიმშია შესაძლებელი — ტელეფონს 4G LTE მხარდაჭერა აქვს; Hotspot-ის ფუნქცია კი ნებისმიერ ადგილას საკუთარი Wi-Fi კავშირის დამყარებაში დაგეხმარებათ.

რაც შეეხება „ბანანის ნოკიას“ ელემენტს ბრენდის ყველა სხვა მოდელის მსგავსად, ტელეფონის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა: რამდენიმე დღე დატენვის გარეშე ძლებს და ერთი დატენვის შედეგად, აპარატს მოლოდინის რეჟიმში 25 დღემდე ამუშავებს.

[R]

განხილვა