ჩილეში, ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში, არის საქველმოქმედო ორგანიზაციები ბავშვების დასახმარებლად. Teleton–ი ყოველ წელს, დეკემბრის პირველ კვირას ატარებს ყოველწლიურ საქველმოქმედო აქციას. პირველი ტელემარათონი 27 საათის მანძილზე გრძელდებოდა. ტრადიცია კვლავაც მეორდება.
შეგროვილი თანხით Teleton–ი ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვებს და სხვადასხვა ქალაქში სარეაბილიტაციო ცენტრებს აშენებს. 1978 წლიდან, უკვე 290 მლნ დოლარამდე შეგროვდა და მოხმარდა ამ საქმეს. წელს Teleton და მისი პარტნიორი ბანკი Banco de Chile ერთად უხდიან მადლობას ყველას, ვინც გაიღო თანხა ბავშვების დასახმარებლად.
ანიმაციურ ვიდეორგოლზე სააგენტო Prolam Y&R–მა და Believe–მა იმუშავეს.