ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ, დავინახოთ, გავიგონოთ ომის სისასტიკე. ტანკები, მოლოტოვები, ბომბები, დაჭრილები, რუსულ აგრესიას შეწირული სიცოცხლეები, მასობრივი დემონსტრაციები, ხალხით სავსე მიწისქვეშეთი და ომის ამსახველი სხვა ემოციური მახასიათებლები არასდროს მოგვცემენ საშუალებას მისი საშინელება დავივიწყოთ. ამის სათქმელად უკრაინულმა სააგენტომ Banda შექმნა ვიდეორგოლი, რომელიც მსოფლიოს გამოცოცხლებას და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას ცდილობს. ვიდეოში თავმოყრილია უმძიმესი რეალობის ამსახველი კადრები. ის რუსული აგრესიის წინააღმდეგაა მიმართული და მსოფლიოს ეუბნება, რომ ეს ომი ყველას ეხება, რომ ახლა, ყველა უკრაინა ვართ.
ახლა, ყველა უკრაინა ვართ! – ვიდეო, რომელიც ომის საშინელებაზე გვიყვება













