in

BANG & OLUFSEN წარმოგიდგენთ ახალ BEOPLAY EX უკაბელო ყურსასმენებს, ხმაურის აქტიური გაუქმებით

ბაზარზე ბევრი უსადენო ყურსასმენია, მაგრამ რამდენიმეა, რომელიც ერთდროულად სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელთა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს — როგორც სპორტით დაკავებულებს, ისე აუდიოფილებს.

ეს გამოწვევა Bang & Olufsen-მაც მიიღო, რომელმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოუშვა ახალი Beoplay EX კომპაქტური ყურსასმენები, ხმაურის აქტიური გაუქმებით და 9.2 მმ დრაივერებით.

ჩვენ გეტყვით, როგორ გამოცდილებას გვთავაზობს ის ყოველდღიურობაში

დანიური კომპანია Bang & Olufsen თითქმის ერთი საუკუნის წინ გამოჩნდა ბაზარზე  და საწყის ეტაპზე რადიოს განვითარებას ემსახურებოდა. დღეს კი ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია აუდიოვიზუალურ ბაზარზე. კომპანიამ თავისი რეპუტაცია შექმნა არა მხოლოდ პროდუქციის ხარისხით, არამედ დახვეწილი დიზაინითაც, რაც დღევანდელ დინამიკებსა და ყურსასმენებს სახლის ელეგანტური გარემოს ნაწილად აქცევს.

რა თქმა უნდა, ბრენდი ამდენი წლის განმავლობაში ვერ დარჩებოდა ბაზრის სათავეში, დროის ცვალებად საჭიროებებს რომ არ მორგებოდა. ასევე, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ბრენდის ახალი უკაბელო ყურსასმენები სრულყოფილად ემთხვევა ამჟამად უკიდურესად პოპულარულ True Wireless მოწყობილობებს. განცხადებებისა და სპეციფიკაციების გათვალისწინებით, Beoplay EX ყურსასმენებისგან ბევრ რამეს უნდა ველოდეთ.

პაკეტს მოჰყვება მკაფიო მომხმარებლის სახელმძღვანელო, სხვადასხვა ზომის ყურსასმენების ნაკრები, სტანდარტული დამტენი კაბელი (ქეისს ასევე აქვს უსადენო დამუხტვის ფუნქცია) და რაც მთავარია, თავად ყურსასმენები. პირველი, რასაც დაუყოვნებლივ შეამჩნევთ, არის პროდუქტის ხარისხი. მათ შორის, გამორჩეული აღნიშვნის ღირსია ალუმინის კორპუსი, რომელიც თითის ანაბეჭდებს არ ტოვებს და, ამავდროულად, იმდენად მყარად ზის ერთიან სტრუქტურაშუ, რომ ძლიერი დავარდნის დროსაც არ ამოვარდება. თავად ყურსასმენებს ძალიან მაღალი ხარისხის კონსტრუქცია აქვს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ადვილად გაუძლებს ვარდნას. მას ელეგანტურობას მათებს პატარა შუშის სენსორული ეკრანები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ხმის აწევა/დაწევა და სიმღერის შეცვლა.

ამ ეტაპზე საკმარისია ყურსასმენის სმარტფონთან დაკავშირება. პირველ რიგში, გადმოწერეთ ძალიან ადვილად გამოსაყენებელი აპლიკაცია, რომელსაც ავტომატური განახლების ფუნქცია აქვს. აპლიკაცია ნამდვილად დიდი პლუსია, რადგან მისი მეშვეობით, შესაძლებელია მოსმენის რეჟიმების კონტროლი (სპორტი, პოდკასტი, მგზავრობა და სხვა), ასევე ხმაურის დახშობის დონეების განსაზღვრა (მაგალითად, შეგიძლიათ, შესრულების დონე 1-დან 3-მდე მასშტაბით შეცვალოთ). წინასწარ დაყენებული პარამეტრები ინტუიციურია (ბასის გაძლიერება, ტრიპლერის გაძლიერება და ა.შ.) და საშუალებას გაძლევთ მარტივად დაარეგულიროთ ოფციები, თქვენს საჭიროებებზე მორგებით ან საწყის პარამეტრებს დაუბრუნდეთ. ამ ტიპის მრავალი სხვა ექვალაიზერისგან განსხვავებით, მას ნამდვილად გამოარჩევს სწრაფი რეაგირება.

მას შემდეგ, რაც ყურსასმენებს თქვენს სმარტფონს დაუკავშირებთ და აპლიკაციას დააინსტალირებთ, დროა, მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ… მაშინაც კი, როცა არაფერი გაქვთ ჩართული, ყურსასმენები ისე აზის თქვენს ყურს, ისეთი შეგრძნება გიჩნდებათ, თითქოს, რაღაც „ბუშტში“ იმყოფებით. უფრო სწორად, ხმის ჩამწერ სტუდიაში, რომელიც იდეალურად არის მომზადებული აკუსტიკის თვალსაზრისით. მუსიკის ჩართვას კი სრული მაგია მოსდევს.

9.2 მმ დრაივერები, რომლებსაც Bang & Olufsen პირველად იყენებს ამ ტიპის ყურსასმენებში, ნამდვილად განსხვავებულია. ხმის ხარისხი შესანიშნავია, მიუხედავად იმისა, ვუსმენთ მძიმე მეტალს, რეპს, ელექტრონულ თუ კლასიკურ მუსიკას. ბასი ძლიერია, მაგრამ არა აბსოლუტური, ხოლო ზედა სიხშირეები ძალიან დაბალანსებულია, ბგერების ყველა ასპექტი და დეტალი სრულყოფილ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. უფრო მეტიც, აქტიური ხმაურის შემცირების წყალობით, საუნდტრეკის ყველა დეტალს მოისმენთ, თუნდაც ის სადმე შორს იყოს დამალული.

არანაკლებ სასიამოვნოა ამ ყურსასმენებში პოდკასტებისა და საუბრების მოსმენა (აპლიკაციას აქვს სპეციალური პოდკასტის რეჟიმი). ამ ტიპის აუდიო ფაილების მოსმენისას ადამიანი ისე გრძნობს თავს, თითქოს სტუდიაში ან რადიოში იმყოფება და ამ ჩანაწერის ნაწილია. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო ვაფასებთ ხმაურის აქტიურ შემცირებას. ჭურჭლის რეცხვისას ან ძლიერი წვიმის დროსაც კი მაქსიმალურადაა გარემოს ხმაური დახშული.

მეორე მხრივ, შეგიძლიათ, ე. წ. გამჭვირვალობის ვარიანტი გამოიყენოთ, თუ არ გსურთ, რომ სრულად მოწყდეთ გარე სამყაროს. პოდკასტის მოსმენისას ხმაურის შემცირების რეჟიმიდან გამჭვირვალე რეჟიმზე გადასვლისას, ადვილად ამოიცნობთ გარედან შემომავალ ხმებს — ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა ქალაქში ყურსასმენებით გადაადგილდებით.

თუ ერთ-ერთ ყურსასმენს ყურიდან ამოიღებთ, დაკვრა მაშინვე შეწყდება, რაც დაზოგავს ბატარეას. კვლავ გაკეთების შემთხვევაში კი ყურსასმენი ხელახლა ჩაირთვება. ასევე, შესაძლებელია მხოლოდ ცალი ყურით მოსმენაც.

Beoplay EX არის ყურსასმენი, რომელიც შესაფერისია არა მხოლოდ მუსიკის მოსასმენად, არამედ კომფორტული სატელეფონო ზარებისთვის და სპორტისთვის. არ აქვს მნიშვნელობა გარშემო არსებულ ხმაურს, ნებისმიერ შემთხვევაში სუფთად შეძლებთ მუსიკის ან რაიმე სხვა ჩანაწერის მოსმენას. აპლიკაციის ზარის პარამეტრებში, ხმაურის შემცირების გარდა, შეგიძლიათ იპოვოთ ოფცია „ჩემი ხმა“, რომელიც თქვენს ხმას ბგერების გაფილტვრით დაარეგულირებს. ეს კარგად მუშაობს ხმაურიან საჯარო ადგილებში საუბრებისთვის, რადგან არ ხმამაღლა საუბარი არ მოგიწევთ იმისთვის, რომ თანამოსაუბრეს ყველაფერი კარგად გააგებინოთ. თუმცა თავად ხმაურის გაუქმება უკეთესად მუშაობს დაბალი სიხშირის გარე ხმებისთვის.

Bang & Olufsen Beoplay EX ყურსასმენები გამარჯვებულია რამდენიმე თვალსაზრისით: ხმა, კონსტრუქციის ხარისხი, დაკავშირება და მარტივი გამოყენება. თანაც, IP57 წყალგაუმტარი რეიტინგის წყალობით, ვარჯიშის დროს გამოყოფილი ოფლი ან უბრალოდ წვიმა ხელს არ შეუშლის მის ფუნქციონირებას.

ადვილია იმის შეგრძნება, რომ პრემიუმ პროდუქტთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამ გამოცდილებას განაპირობებს არა ფასი ან მწარმოებლის რეპუტაცია, არამედ პროდუქტთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოცდილება. დიდი უპირატესობაა ყურსასმენებისთვის შექმნილი აპლიკაცია და მასში არსებული პარამეტრები, სწრაფი Bluetooth 5.2 კავშირი (ორ მოწყობილობაზე ერთდროულად), ეფექტური ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 6-8-საათიან გამოყენებას, ძალიან ელეგანტური დიზაინი. კორპუსის და ხმაურის ფილტრაციის ვარიანტის ჩათვლით. რაც ყველაზე შთამბეჭდავია არის ხმის სიძლიერე და სიზუსტე. ადამიანები, რომლებიც აქტიურ სპორტში არიან, ყურსასმენებთან ძალიან დამეგობრდებიან. მუსიკის მოყვარულთათვის კი შესანიშნავი ყოველდღიური კომპანიონი იქნება.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

[პარტნიორის კონტენტი]

„სათავგადასავლო რალი საქართველო“ მეოთხე ღონისძიებისთვის ემზადება!

Electragram — ვინტაჟური დიზაინის ელექტრონული წერილების სერვისი