in

Bang & Olufsen აისფეისში!

მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო აუდიო და ვიდეო სისტემების, აგრეთვე Hi-End რადიო აპარატურის მწარმოებლის, Bang & Olufsen-ის პროდუქციის შეძენა ან შეკვეთა უკვე iSpace-ის მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი!

Bang & Olufsen განსაკუთრებული აკუსტიკის მაძიებელთათვის, დიზაინისა და ჟღერადობის განსხვავებული საფეხურია. iSpace–ის მაღაზიათა ქსელში შესაძლებელია ამ საკულტო ბრენდის უახლესი აპარატურის შეძენა.

Bang & Olufsen აუდიო და ვიდეო სისტემების, აგრეთვე Hi-End რადიო აპარატურის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც თითქმის საუკუნოვან ისტორიას ითვლის.

Bang & Olufsen–ის ღირებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ 1925 წელს მისმა დამფუძნებლებმა პიტერ ბანგმა და სვენდ ოლუფსენმა ჩამოაყალიბეს, დღესაც აქტუალურია. საკულტო ბრენდისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ტექნოლოგიური ინოვაცია, ისე უნიკალური დიზაინი და შეუდარებელი ხარისხი.

განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ორი პროდუქტი, ესენია მესამე თაობის Beoplay H9 და მეორე თაობის Beosound A1.

 Beoplay H9 3 Gen

მე-3 თაობის Bеoplay H9 უსადენო ყურსასმენი გვთავაზობს ისეთ ტექნოლოგიებსა და ფუნქციებს როგორებიცაა: აქტიური ხმაურის გაუქმება, სენსორული კონტროლი და ვირტუალური ასისტენტი.

Beoplay H9 დამზადებულია პრემიუმ მასალისგან, რომლის წყალობითაც ყურსასმენი დიდხანს ინარჩუნებს ვიზუალურ პრეზენტაბელურობას.

Beoplay H9 ერთჯერადი სრული მუხტით 25 საათამდე სამუშაო დროს გვთავაზობს.

Beosound A1 2 Gen

სუპერ–კომფორტული უსადენო დინამიკი სრულიად წყალგაუმტარია, არ აშინებს ქვიშა და მცირე სიმაღლიდან ვარდნაც კი, რაც მას იდეალურ ქალაქგარე კომპანიონად აქცევს. დინამიკში ასევე გათვალისწინებულია ინტეგრირებული ხმის ასისტენტი და სპიკერ–ტელეფონი.

წინა თაობასთან შედარებით, მეორე თაობის Beosound A1 გამოირჩევა საოცარი ხმით, რაც Bluetooth მხარდაჭერით არის განპირობებული. ასევე გაიზარდა მისი ავტონომიური მუშაობის დრო, რამაც 18 საათამდე მიაღწია.

დინამიკს საკმაოდ მაღალი და მკაფიო ჟღერადობა აქვს. თუ დინამიკის ხმა თქვენთვის არასაკმარისად მაღალია, შესაძლებელია მისი დაწყვილება იმავე მოდელისა და სერიის დინამიკთან.

თუ ბრენდის მოყვარული ხართ, თქვენთვის კარგი ამბები გვაქვს. iSpace-ში შესაძლებელია Bang & Olufsen–ის ყველაზე თანამედროვე, პოპულარულ და რა თქმა უნდა, გულდასმით შერჩეულ კოლექციის შეძენა – https://ispace.ge/bang-olufsen-2021.

 

[R]

ორი სიტყვა, რომლის გაგონებაც არ სურთ საუკეთესო ბოსებს

NASA-ს ხომალდმა მზის სისტემის უდიდეს მთვარეს ახლო მანძილზე ჩაუფრინა და დეტალური ფოტოები გადაუღო