in

Bang & Olufsen 3D ავატარებს თქვენი მუსიკალური გემოვნების მიხედვით ქმნის

See yourself in sound…

თითქმის საუკუნის დანიურმა კომპანია Bang & Olufsen-მა ე. წ. აუდიოფილებს მუსიკით სიამოვნების შანსი მისცა, გაუზიარა 3D ვიზუალები, რომლებიც მათსავე მოსმენის ჩვევებს წარმოადგენს. კამპანიასაც See yourself in sound უწოდეს, მომხმარებლებს კი senses.bang-olufsen.com-ის ვებგვერდზე იწვევენ. ეს თავადაც შეგიძლიათ გამოცადოთ, Spotify-ის გვერდი უნდა დააკავშიროთ ან შეავსოთ მოკლე კითხვარი თქვენივე მუსიკალური გემოვნების მიხედვით. შემდგომ კი ვირტუალურ ავატარს შემოგთავაზებთ, რომლის ტანი და მოძრაობები სწორედ თქვენს განწყობასა და ენერგიაზე იქნება დაფუძნებული.

ჩვენი პროდუქტები ყოველთვის, თითქმის საუკუნის მანძილზე მიიჩნეოდა საუკეთესო გზად მუსიკის მოსასმენად და ეს არის ის, რითაც ძალიან ვამაყობთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სამყაროში, რომელიც ციფრული ინტერაქციების, შემოქმედებითობისა და აღმოჩენების ირგვლივ ტრიალებს, Bang & Olufsen-ს შეექმნა სივრცე, სადაც ჩვენს საზოგადოებას მუსიკისადმი თავიანთი მისწრაფების ვიზუალიზაცია შეეძლებოდა მათი არჩევის, მოსმენისა და სიამოვნების პარალელურად, — აცხადებს კამელ ოუადი, Bang & Olufsen-ის მარკეტერი. 

Bang & Olufsen 1925 წელს დაარსდა და უკვე დიდი ხანია, ინარჩუნებს მაღალი დონის აუდიო ბრენდის იმიჯს. კონკრეტული კამპანია კი ბრენდის მცდელობაზე მიგვანიშნებს, რომ პოპულარულ ვირტუალურ სამყაროებშიც რელევანტურად წარმოჩინდეს, დაწყებული სოციალური მედიით და დამთავრებული მეტავერსით. 

საინტერესოა ისიც, რომ See yourself in sound-ის კამპანია პარტნიორ სააგენტო Hello Monday/Dept-თან ერთად შექმნეს, რომლის თანადამფუძნებელი ანდერს ჯესენი ამბობს: ჩვენ ვთანამშრომლობდით Bang & Olufsen-თან, რათა შეგვექმნა რაღაც ისეთი, რაც არა მარტო უნიკალური იქმნებოდა კამპანიის თითოეული მონაწილისთვის, არამედ უნიკალურად გვაგრძნობინებდა თავს დღევანდელ ავატარების სამყაროში.

Salesforce-ის სრული შესაძლებლობები პირველად გამოსცადეს საქართველოში

რატომ გვიზიდავს იუმორისტული რეკლამები?